NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უკანონო მშენებლობებზე მკაცრი რეაგირება იქნება – მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

უკანონო მშენებლობებზე მკაცრი რეაგირება იქნება – მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

09 თებ 2022 პოლიტიკა 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას უკანონო მშენებლობების საკითხზე ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.

„ჩვენი მხრიდან არც ერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, ყველაზე რეაგირება მოხდა და შესაბამისი კანონმდებლობით რაც არის დასაშვები, ყველაფერი გაკეთდა. ახლა გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით. მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობას უკანონოდ ახორციელებენ, მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას არ იბარებენ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ან არ ხდება ვადების ათვლა. თუ არ იბარებს კომპანია ჩვენ მიერ გამოწერილ ჯარიმას, ვადების ათვლაც ვერ ხდება და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებითა და ინიციატივით გვინდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება. გვინდა, იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიყენება გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაიბაროს, გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულოთ. უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება ამას ყოველთვის, ძალიან პრინციპულები ვიქნებით იმისთვის, რომ ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მათი მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ფაქტს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას უკანონო მშენებლობებზე რეაგირება არ ჰქონდა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში არ ემოქმედა“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

2022-02-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“სირცხვილია, კორუფციონერები ასამართლებდნენ მესამე პრეზიდენტს” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მიხეილ სააკაშვილი: ეს პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს – თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს

მსგავსი სტატიები

რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2022
თალაკვაძე: მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთო ზაფხულში სამუშაო პროცესში, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას

თალაკვაძე: მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთო ზაფხულში სამუშაო პროცესში, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას

ნინო ჩხეიძე 16 სექ 2022

„ ვაპირებ რამდენიმე დღეში შევხვდე გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს“

26 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge