NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“სირცხვილია, კორუფციონერები ასამართლებდნენ მესამე პრეზიდენტს” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს (ვიდეო)

“სირცხვილია, კორუფციონერები ასამართლებდნენ მესამე პრეზიდენტს” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან მანდატურებმა გაიყვანეს (ვიდეო)

09 თებ 2022 პოლიტიკა 406 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან პარტია „კანონი და სამართლის“  ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა გაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს მოღალატეები უწოდა, რასაც მოსამართლე გამოეხმაურა.

„ბატონო მიხეილ, სამშობლოს მოღალატე უწოდო საჯარო მოხელეს, ეს ისეთი მძიმე მოსასმენია, რომ ამას მეორე მხარე ვერ გაგიტარებთ“, – აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ამის შემდეგ სასამართლო დარბაზში მყოფმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ „სირცხვილია, კორუფციონერები ასამართლებდნენ მესამე პრეზიდენტს“. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული სასამართლო. ჩარკვიანმა სასამართლოს დღევანდელ პროცესს სამარცხვინო უწოდა.

მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდგაც თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

ამასთან, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესის მონაწილეებს მიმართა:

„ერთი თხოვნა მექნება, ვინც იღებთ პროცესში მონაწილეობას, ძალიან გთხოვთ, თუ მიგაჩნიათ, რომ სამარცხვინო, ფარსია და ა.შ. საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ ფარსში, ამ სამარცხვინო პროცესში, დარჩით სახლში, ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიიდან ადევნეთ თვალი. ეს პროცესი რომ ისტორიულია, მე არავის მხრიდან ამის შეხსენება არ მჭირდება, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები, მაგრამ უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს გავუძღვე სრულფასოვნად და სრულყოფილად“, – აღნიშნა მოსამართლემ.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.

კომენტარები

TOP თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილი 2022-02-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯოზეფ ბორელი: ემანუელ მაკრონის რუსეთში ვიზიტი განმუხტვის ელემენტი იყო, მაგრამ სასწაული არ მოუხდენია

შემდეგი სტატია

უკანონო მშენებლობებზე მკაცრი რეაგირება იქნება – მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს

მსგავსი სტატიები

უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან

უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებისგან

ირაკლი შალიკაშვილი 10 თებ 2021

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

09 დეკ 2017
რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“

რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა – „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“

ირაკლი შალიკაშვილი 16 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge