NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების, Facebook და Instagram ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა

იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების, Facebook და Instagram ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა

08 თებ 2022 ბიზნესი 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Meta-ს პლატფორმები: Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა, მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta ავრცელებს.

ევროპული კანონებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა.

Meta იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე წელს ახალ შეთანხმების მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.

“ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა გადამწყვეტია მისი ბიზნესისთვის, როგორც ოპერაციული, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Meta-მ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი დატოვოს. თუმცა წამოჭრილი საკითხი კიდევ ხაზს უსვამს სოციალური მედიის კომპანიასა და კანონმდებლებს შორის მომხმარებლის მონაცემების შესახებ არსებულ მზარდ დაძაბულობას.

იურიდიული ფირმის Cooley-ის პარტნიორისა და კიბერ და მონაცემთა განყოფილების ხელმძღვანელის, პატრიკ ვან ეკეს თქმით, მონაცემთა დაცვის ორგანოები სულ უფრო ხშირად ამოწმებენ მომხმარებლების მონაცემების მიმოცვლის უსაფრთხოებას.

“არ მიკვირს, რომ არაევროპული კომპანიები განიხილავენ, აქვს თუ არა აზრი ევროპულ ბაზარზე მომსახურების შეთავაზების გაგრძელებას, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა”,- ამბობს ვან ეკე.

გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ისტორიაში პირველად სოციალური მედიის გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა.

კომენტარები

Facebook Meta TOP 2022-02-08
ნინო ჩხეიძე
Tags Facebook Meta TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი: პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან

შემდეგი სტატია

ქართველების მოულოდნელი შეხვედრა ბარსელონას მეტროში – “მეც ქართველი ვარ” (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

„ზუმერი“ უკვე 8 წლისაა

23 ოქტ 2017
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2181 ლარია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2181 ლარია

ნინო ჩხეიძე 22 ოქტ 2020
საქართველოს ბანკმა – “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

საქართველოს ბანკმა – “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

თამუნა 18 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge