NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო”

“ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო”

08 თებ 2022 საზოგადოება 862 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
1937 წლის 4 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე “ლატავრას” გენერალურ რეპეტიციის დროს, თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევანიც და გადასახლება მიუსაჯეს. ის საქართველოში მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა.
“საღამოს “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი რეჟისორის ევგენი მიქელაძის კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, კრებას ევგენი უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა – მოითმინონ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა “მწვანექუდამ” უბრძანა – გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის “შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა. მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი “შრომის წითელი დროშის ორდენს” და ჩამოგლიჯა პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი, მივხვდი, რომ ბალეტზე ოცნება უკვე ზედმეტია. მიქელაძის ადგილისკენ მიემართება შალვა აზმაიფარაშვილი და იკავებს ყოფილი ხელმძღვანელის ადგილს. აზმაიფარაშვილმა თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.”
ალექსანდრე მაჭავარიანის მოგონებებიდან
დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში. ამბობდნენ, ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძიაო; ქეთევანი ქუჩაში უნახავს, მოსწონებია და გასაუბრებაც სურდა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარია ორახელაშვილმა ამის უფლება არ მისცა და შვილს უთხრა, ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო. მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა “თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან”.
მოკლედ, ბერიას ეს ამბები არ დავიწყებია. როცა საშუალება მიეცა, ჯერ მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა. ორივეს წამებით ამოხდა სული. შემდეგ ევგენი და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონს მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ბერიას ხმა.
– კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? – უკითხავს ბერიას მიქელაძისთვის.
– ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, – უპასუხია მიქელაძეს.
– საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?
– მე კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, – უპასუხა მიქელაძემ.
ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერიამ რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო.
დახვრეტის მომენტში ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო.
1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლე ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში. მცირეწლოვანი შვილები – თინათინი, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ვახტანგი კი წლინახევრის – როცა სრულწლოვანები გახდნენ, 1951 წელს ყარაგანდაში გადაასახლეს.
წყარო

კომენტარები

TOP ევგენი მიქელაძე 2022-02-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევგენი მიქელაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუბარი: სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს, მომავალი ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში სხვა საქმე არ ექნება

შემდეგი სტატია

გია ვოლსკი: პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე “ნაცმოძრაობის” ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან

მსგავსი სტატიები

ზურაბ გურული: უკრაინა დღეს პროგრესული სამყაროს პირობითი სახელია და ის არ წარმოადგენს ერთ, კონკრეტულ ქვეყანას

ზურაბ გურული: უკრაინა დღეს პროგრესული სამყაროს პირობითი სახელია და ის არ წარმოადგენს ერთ, კონკრეტულ ქვეყანას

ნინო ჩხეიძე 11 მარ 2022
კიევის პატრიარქი: საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია

კიევის პატრიარქი: საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია

01 ნოე 2018

რატი ამაღლობელი: მინისტრი, როგორც ჩანს, მიხვდა, გამოწვევა სად არის

28 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge