NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული, რატომ არ უნდა განგვეხილა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული, რატომ არ უნდა განგვეხილა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

07 თებ 2022 სამართალი 279 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული, რატომ არ უნდა განგვეხილა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი – ამ განმარტებას გიკეთებთ იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ჩამოკიდებთ ხოლმე მძიმე ბრალდებას ადამიანს ან კომიტეტს, რაც იოტისოდენადაც არ შეესაბამება სინამდვილეს,- ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტმა პარლამენტს დეპუტატების ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.

მისივე განმარტებით, კომიტეტზე ოპოზიციონერი კოლეგების მსჯელობა ძირითადად გამოხატავდა ადვოკატის ხედვას სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით და იმას თუ რა წინააღმდეგობები შეიძლება ყოფილიყო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

„ქალბატონო ანა, ალბათ, ძალიან ბევრი მცნება 2 წინადადებაში აურიეთ ერთმანეთში – 2 საათი მიმდინარეობდა მაგ საკითხზე მსჯელობა და უამრავი პოზიცია იქნა გამოთქმული, მაგრამ ვერც ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული თუ რატომ არ უნდა განგვეხილა რეგლამენტისა და კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს კონკრეტული საკითხი. იმიტომ, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. კომიტეტზე თქვენი პარტიის წარმომადგენელმა ბევრი იმსჯელა ამ საკითხზე, მაგრამ საკითხი ძირითადად ეხებოდა ადვოკატის ხედვას სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რა წინააღმდეგობები შეიძლება ყოფილიყო და რა წინააღმდეგობებს ხედავს შალვა შავგულიძე. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი ზემდგომ ინსტანციაში ან გარკვეული შეფასება ხდებოდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, რამდენად ბოლომდე გამართულია ან არ არის გამართული. შეიძლება საკონსტიტუციო დავის საგანიც კი გახდეს, მაგრამ არ არსებობს არც ერთი მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა განეხილა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ეს საკითხი და არ დაესვა ეს საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე. ამ განმარტებას გიკეთებთ იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ჩამოკიდებთ ხოლმე მძიმე ბრალდებას ადამიანს ან კომიტეტს, რაც იოტისოდენადაც არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

2022-02-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გრიგოლ ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილს უკვე ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება

შემდეგი სტატია

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – “ლარის კურსი: ზომიერად ოპტიმისტური”

მსგავსი სტატიები

გახარია: ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია

04 დეკ 2017
სერგეენკო ბუჩასა და ირპენში ნანახის შესახებ: ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი

სერგეენკო ბუჩასა და ირპენში ნანახის შესახებ: ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე გენოციდი

ნინო ჩხეიძე 19 აპრ 2022

საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძე დაიკითხება

07 სექ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge