ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თეა წულუკიანის პერსონა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ის იყო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად. წულუკიანი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იკავებდა.
ის ამჯერად კულტურის მინისტრის თანამდებობაზეა.
თეა წულუკიანს “ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ის არ ერიდება ხმაურიან კამათს ოპონენტებთან და გაბრაზებულმა შეიძლება ჟურნალისტს მიკროფონიც წაართვას და როცა თავად მოისურვებს, მაშინ დაუბრუნოს.
როგორც ცნობილია, მისი მეუღლეა ნუგზარ (ნუგო) კაკულია, რომელიც თეა წულუკიანზე 9 წლით უმცროსია. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა.
კომენტარები