NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს

03 თებ 2022 საინტერესო 196 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ „სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, მითი ნამდვილად არ არის “.

სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის პროგრამაში 9 ძირითადი მიზანია გამოყოფილი, მათ შორის: სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია; დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების საჭიროება; ენერგეტიკული განვითარება; ბიუროკრატია ხალხისთვის და არამიზნობრივი ხარჯების გაუქმება; ერთი გადასახადის პრინციპის შემოღება; ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განვითარება; ლაზიკის მშენებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ქართული სილიკონის ველი.

„ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად გაჭირვებამ, ტრანსპორტზე, საკვებზე და მედიკამენტებზე მაღალმა ფასებმა, უზარმაზარმა კომუნალურმა გადასახადებმა, უპერსპექტივობამ და ქვეყნის ყველაზე ქმედუნარიანი მოქალაქეებისგან დაცლის პოლიტიკამ, ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქეს დააკარგვინა ჯანმრთელობა, ბევრს სიცოცხლე და ბევრსაც საკუთარ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობაზე ათქმევინა უარი.

ამ ყველაფერს დაემატა პანდემიის არასწორი მართვა, რის შედეგადაც პატარა საქართველომ 15 000 მდე სიცოცხლე დაკარგა. შედეგად, ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა.

წლებია, მთავრობა, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ხალხს უმტკიცებს, რომ საქართველო არ არის ბედნიერად ცხოვრების ადგილი, წლებია გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ დავბადებულვართ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ ღირსეულად და ბედნიერად“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „ტყუილია, რომ ჩვენ არ გვაქვს განვითარების პოტენციალი და ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ“.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ სახელმწიფო რომელიც მოემსახურება როგორც ქართველო ხალხის კულტურის, ტრადიციის და იდენტობის დაცვას, ისე უზრუნველყოფს მის პროგრესულ მომავალს და კეთილდღეობას.

ჩვენს ახლო სამეზობლოში, საქართველო საზღვრიდან 1000-1500 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს აქვს შანსი იყოს ნამდვილი და გამორჩეული ლიდერი.

საქართველო უნდა გახდეს, სიმშვიდის, სტაბილურობის და განჭვრეტადი და პროგნოზირებადი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მქონე სახელმწიფო“, – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ „ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალი გადასახადების, დაცული კერძო საკუთრების და ეფექტური მცირე ბიუროკრატიის ქვეყანა“.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ბევრად ნაკლები ბიუროკრატია, მთლიანად დიგიტალიზებული სახელმწიფო სერვისები; თავისუფალი, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო; ხელისუფლების სტაბილური და დემოკრატიული ცვლა; ბევრად მცირე მთავრობით და სახელმწიფოს ნაკლები ჩარევით ეკონომიკაში; მეტი უსაფრთხოება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში; გადამწყვეტი კი კორუფციის სრული აღმოფხვრა და კერძო საკუთრების დაცვაა.

ეს მოიტანს გეომეტრიული პროგრესიით თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ვიდექით ამ გზაზე 2013 წლამდე. შემდეგ მოხდა თითქმის 10-წლიანი წყვეტა და ახლა უნდა მივიღოთ 2012 წლამდე არსებულის ბევრად გაუმჯობესებული მოდელი. საქართველოს ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს უმუშევრობის ერთციფრიან მაჩვენებლამდე დაყვანა და ქვეყნიდან გასული ყველაზე კვალიფიციური და შრომისუნარიანი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ეს ყველაფერი, გარწმუნებთ, შესაძლებელია“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

რაც შეეხება თითოეული მიზნის მიღწევის გეგმას, როგორც სააკაშვილი წერს, სასამართლო სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნება პოლიტიკის მიღმა მყოფ არაპოლიტიკურ აქტორებს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა აქტიური ჩართულობით სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ეფექტიანობა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, სააკაშვილი აცხადებს, რომ „ყველა ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის შექმნა ან/და პარტიების დაფინანსება ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა. უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულის და პოლიტიკის განქორწინება“.

„საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“, – აცხადებს სააკაშვილი.

ეკონომიკური ხედვის პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაზიკის მშენებლობას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველოში დღესაც კი შეიძლება მოზიდულ იქნეს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მიუხედავად, რომ ლაზიკის პორტი იმ დატვირთვით პირველ ეტაპზე ვეღარ ამუშავდება, როგორც 9-10 წლის წინ იყო შესაძლებელი. საქართველოს შავიზღვისპირეთში ახალი დიდი ქალაქის აშენების იდეა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე“.

ეკონომიკური ხედვის პროგრამა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

TOP 2022-02-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ხაბეიშვილი: დაწყებული პრემიერით, გაგრძელებული მინისტრებით, ყველა მაღალჩინოსანზე შევიტანთ სარჩელს …

შემდეგი სტატია

ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ

მსგავსი სტატიები

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

ირაკლი შალიკაშვილი 19 თებ 2020
მთავარი ნიჭია და არა კამერა

მთავარი ნიჭია და არა კამერა

14 ნოე 2017

ცნობილი პოლიტიკოსები ხელოვნების ნიმუშები რომ ყოფილიყვნენ

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება – რუსეთის შესაჩერებლად ერთი ნაბიჯია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს სანქციებისა და სავიზო აკრძალვის შედეგები

    რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება – რუსეთის შესაჩერებლად ერთი ნაბიჯია, რომ საზოგადოებამ იგრძნოს სანქციებისა და სავიზო აკრძალვის შედეგები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge