NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს

დავით უსუფაშვილი: „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს

03 თებ 2022 პოლიტიკა 602 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ოცნების“ შიგნით ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თემა საარჩევნო ტაქტიკად და პიარად „გადაახურდავა“.

„საზოგადოებამ არ დაუჯეროს გვარებს და სახელებს, საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს არგუმენტებს. თუ ვინმე მართლა და სერიოზულად ფიქრობს, რომ ტექსტში, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებს და ყველა იმ შესაძლო განზრახვას, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შეილახოს, აი, ამ ყველაფერს დაწერს პარლამენტი და იქვე რუსეთის ფედერაციას თუ არ ჩაწერს, ამით თავს დაიცავს რაღაცისგან, მაშინ 8 მილიარდი ადამიანიდან ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვინმე სხვა სახელმწიფოც ემუქრება.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანების გადაწყვეტილება, ვინც ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის, უბრალოდ თვლის, რომ ახლა ასეა საჭირო, „ოცნების“ შიგნით. ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. თვლიან, რომ ეს კია ცუდი, მაგრამ არა იმაზე ცუდი, ვიდრე შიდა განხეთქილება და ა.შ. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს.

დღეს „ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა ბოლო-ბოლო ამოღერღეს, ჩვენ არ გვინდოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რამეზე ხელი აგვეწიაო. ორპოლუსიანობის უბედურებამ აქამდე მიგვიყვანა. ეს არ არის მხოლოდ „ოცნების“ მახასიათებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ ლიდერსაც სჭირს ხოლმე. თუ ერთად რამეზე ორივემ თქვა რომ ეს კარგია, ორივე მერე სირცხვილით იწვება და მე მგონი, იმ ღამეს ვერ იძინებს და გონია, რომ უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა და ქუჩაში აღარ უნდა მიესალმონ მათი მხარდამჭერები. ასეთ პრიმიტიულ დონემდე დაჰყავთ საკუთარი აზროვნება და სურთ, რომ მათმა ამომრჩევლებმაც ასე პრიმიტიულად იფიქრონ. ეს არის ზომბირების მცდელობა. ამ რეზოლუციის ტექსტთანაც ასე იყო.

მეორე მიზეზი არის ყალბად გაგებული ე.წ. სახელმწიფო ინტერესი, რომ არ ვიყოთ ამ ვითარებაში სადღაც ძალიან წინ რუსეთთან პოლემიკაში.

ხელისუფლებამ ეს თემაც გადაახურდავა საარჩევნო ტაქტიკად, პიარად. ერთი მხრივ – „ოპოზიციასთან მე საქმეს არ დავიჭერ, ეგენი ხომ ცუდები არიან“. მეორე, „ვაი და დამჭირდეს და მერე მოსკოვს ვუთხრა, რომ აი, ხედავ, ისინი არიან რადიკალები, მოგვეხმარეთ, აქ თქვენზე ორიენტირებული თუა ვინმე ამომრჩეველი. მე ვარ ის, ვინც თქვენ ასე ლოიალურად გეპყრობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი 2022-02-03
ნინო ჩხეიძე
Tags დავით უსუფაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იტალიელი მსახიობი მონიკა ვიტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

დმიტრი გუდკოვი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო აფხაზეთსა და ცხინვალში ერთხელაც აღარ ვყოფილვარ, რაც შეეხება ნავალნის …

მსგავსი სტატიები

„ნარკოპოლიტიკის სფეროში კანონმდებლობა შესაცვლელია“

22 იან 2018
„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან

„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2022
იან კელი: ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ დასავლეთისგან ჩამოშორება

იან კელი: ბოლო დროს მკაფიოდ დავინახეთ საქართველოს მიერ დასავლეთისგან ჩამოშორება

ნინო ჩხეიძე 30 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge