NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება

თიბისის და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება

02 თებ 2022 ბიზნესი 275 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან
პარტნიორობით ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ელექტრონული
კომერციის აკადემია დააფუძნა.
ელექტრონული კომერციის აკადემია არის საგანმანათლებლო ინიციატივა
პროფესიული მოდამზადების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს
ციფრული შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას მიკრო, მცირე და
საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ელექტრონული კომერციის ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე დასაქმების მსურველთათვის.
ელექტრონული კომერციის აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და
საშუალო ზომის კომპანიებში ელექტრონული კომერციის დანერგვასა და
განვითარებას კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრების მიწოდების
უზრუნველყოფის მეშვეობით.
აკადემია ითვალისწინებს 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების
პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის. პროგრამა
მოიცავს 14-კვირიან სასწავლო ციკლს, რომელიც განხორციელდება წელიწადში 2-
ჯერ. თითო სასწავლო ციკლის ფარგლებში 25 სტუდენტი, მათ შორის, 5
სტუდენტი – ახალგაზრდები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებიც
მიიღებენ დაფინანსებას, თეორიული და პრაქტიკული მენტორობის პროგრამის
ფარგლებში გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის
ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და
გზებს და ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ.
პირველი კურსის დაწყების თარიღია 2022 წლის მარტი; მარტი-ივნისის
პერიოდში განხორციელდება აკადემიის სასწავლო პროგრამის პილოტირება და
მოხდება მისი ადაპტირება მიღებული უკუკავშირის შესაბამისად.
პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც მიიღებენ ელექტრონული
კომერციის ასოციაციის სტატეგიული მენეჯერის კვალიფიკაციას, შეძლებენ
კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით, ელექტრონული კომერციის სტრატეგიის
დიზაინს, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელ.კომერციის აკადემიისათვის ბაზრის
საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი

აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და რაც მთავარია,
ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. ელექტრონული კომერციის სწავლებაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აკადემია წარმოდგენილი იქნება
როგორც ფიზიკურ სივრცეში სასწავლო, ისე ონლაინ სასწავლო მოდულებით.
ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება ელ.კომერციის მიმართულებით
საგანმანათლებლო მოდულები როგორც ელ.კომერციის აკადემიის, ისე სხვა
მესამე მხარეთა მიერ.
აკადემიაში სწავლის მსურველები, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს:
https://ecomacademy.ge/

კომენტარები

2022-02-02
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მამუკა ხაზარაძე: უკრაინაში იმის სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი …

შემდეგი სტატია

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას

მსგავსი სტატიები

კომპანია m2-ის განცხადება მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ

24 ნოე 2018
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას: – „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას: – „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

თამუნა 04 ნოე 2021
სტარტაპ კურსი — პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის

სტარტაპ კურსი — პრაქტიკული რჩევები შენი ბიზნესისთვის

თამუნა 08 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge