NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»დავით გადელია: ხშირად გვსმენია: “ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!”…

დავით გადელია: ხშირად გვსმენია: “ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!”…

02 თებ 2022 ჯანმრთელობა 266 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ერთი გავრცელებული მითის შესახებ.
ხშირად გვსმენია: “ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!”…
მინდა ზუსტად ავხსნა, რატომ არაა ეს მოსაზრება სწორი. ჩემი მაგალითით დავიწყებ; მე ამ წუთისთვის ვითვლები “პრაქტიკულად ჯანმრთელად”, თუმცა მაქვს “წვრილ-წვრილი”, ჩემს ასაკში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები: ჰიპერტონული დაავადება, პრედიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება და ა.შ… თუ რამე მოულოდნელი არ დაემატა ჩემს დაავადებათა ნუსხას, მხოლოდ ასე თუ გაგრძელდა- დაახლოებით 20 წელი თავისუფლად გავძლებ. მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ სიცოცხლის წლებს. ჩემი ექიმობის პერიოდშივე, რაც არც თუ ბევრი წელია, მედიცინის არსებობასთან შედარებით, გადაწყდა კუჭის წყლულის პრობლემა, მნიშველოვნად, ინვაზიური მეთოდების შემოღებით-გულის იშემიური დაავადებების პრობლემა. ჩვენი მამების უმრავლესობას კლავდა გულის ინფარქტი, ან სამუდამო ინვალიდად აქცევდა. აუარება ხალხი იყო დასახიჩრებული კუჭის რეზექციით. ახლა, კაცობრიობის პირველი რიგის გამოწვევაა ავთვისებიანი სიმსივნები! ასევე, რჩება, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ღვიძლის ციროზები და ა.შ. ამ შემთხვევებში, თუ რადიკალურმა ჩარევებმა შედეგი ვერ გამოიღო, სიმპტომატიური მკურნალობით ადამიანები ცხოვრობენ 1-დან 5-6 წლამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც. ეს, ერთი შეხედვით “მცირე ვადა”, უდიდესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავად ავადმყოფისთვის და ზოგჯერ უფრო მეტადაც- ავადმყოფის პატრონისთვის! ყოველი დღეა ძვირფასი, თორემ საბოლოოდ ყველა იმ ქვეყნად წავალთ… ცხადია ხდება დაავადებათა ეს საბედისწერო თანხვედრები- მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი და გარდაიცვლება. დილის კონფერენციაზე განხილვისას, რამდენჯერ გვითქვამს: “- კიდევ რამდენიმე თვეს, ან წელს იცოცხლებდა, კოვიდი რომ არ დამართოდა..” ანუ, მართალია, მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ სწორედ კოვიდმა მოუსწრაფა სიცოცხლე- ის დღეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვისაც და ჭირისუფალისთვის. ერთეულ შემთხვევაში ასეც ხდება: მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი, ძალიან მსუბუქი ფორმით, ფილტვებში გართულების გარეშე და სიკვდილის მთავარი მიზეზი მართლაც ძირითადი დაავადებაა. ქვეყანაში მიღებული გვაქვს სიკვდილის მიზეზის დაწერის ისეთი პროტოკოლი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს უმიზეზოდ კოვიდის ჩაწერას. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, იშვიათ შემთხვევაში, დანანებით ვამბობთ- “ტყუილად მიეწერა კოვიდს”. რატომ დანანებით? ახლავე აგიხსნით: ქვეყნების სტატისტიკაში ასახულია დაავადებათა რაოდენობა, მათ შორის- გარდაცვალებათა მიზეზი. ახლა ყველგან და ყველაზე აქტუალური გახდა კოვიდ სტატისტიკა! ყველგან მას აფრიალებენ! საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ კოვიდსიკვდილობით მსჯელობენ ქვეყნებში კოვიდ მართვის ეფექტურობაზე. ხოლო ქვეყნის შიგნით- კლინიკების ეფექტურობაზე. ამიტომ, არცერთ კლინიკას არ უნდა მაღალი კოვიდ სიკვდილობა! ეს უფრო “ყვირის” დღეს, ვიდრე სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობა. ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის: ” ჩვენთან უფრო მძიმე ავადმყოფები მოჰყავთ და ხელოვნურად გვეზრდება კოვიდ სიკვდილობა, თქვენთან- ნაკლებად მძიმე!”…
…”კოვიდს დავუწერთ და 5000ლარს მოგცემთო”- ეს არაჯანსაღი მენტალობის კლინიკური შემთხვევაა და ექიმური ეთიკა არ მაძლევს უფლებას ამაზე ვიმსჯელო…” – წერს სოციალურ ქსელში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.

კომენტარები

დავით გადელია 2022-02-02
ნინო ჩხეიძე
Tags დავით გადელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანონსი, რომ ინფლაციამ კლება უნდა დაიწყოს, რეალურია, თუმცა რა გველოდება წინ, ეს დამოკიდებულია მსოფლიოში კოვიდის შემდგომ სიურპრიზებზე

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე: უკრაინაში იმის სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი …

მსგავსი სტატიები

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2021
თენგიზ ცერცვაძე: მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ …

თენგიზ ცერცვაძე: მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ …

ნინო ჩხეიძე 22 ივნ 2021
Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge