NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ და არასწორია აპელირება პრემიერის ოჯახზე – ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს

ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ და არასწორია აპელირება პრემიერის ოჯახზე – ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს

31 იან 2022 პოლიტიკა 264 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არავინ არავის არაფერი აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ტყის მონაკვეთის იჯარით გაცემა აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შესაბამისად უსაფუძვლოა, როდესაც ვინმე პრემიერ-მინისტრის, ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე საუბრობს.

მისივე თქმით, მოიჯარის მიერ აღებული ვალდებულება წელიწადში 5000 ლარს შეადგენს.

„აბსოლუტურად ლეგალურად შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ ასევე საიჯარო ვალდებულებებით. არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, ეს იყო ღია აუქციონი, არავისთვის დამალული, კანონის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გათვალისწინებული საიჯარო ხელშეკრულება. თქვენც შეგიძლიათ იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, რომ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები იკისროთ.

მათ მიერ აღებული ვალდებულება – წელიწადში 5000 ლარი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმავე გააკეთოს. ეს თანხა კანონმდებლობამ განსაზღვრა და დაფუძნებული იყო სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ეს ფასი საკუთრებაში რომ გაქვს და შეგიძლია ეკონომიკური სარგებელი მიიღო, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ჩვენ ასზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, შეიძლება ეს იყოს მის საცხოვრებელ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე კარგად იყოს მოვლილი. ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, ამიტომ კერძო სექტორის ჩართვის გარეშე გაგვიჭირდება, რომ ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, როგორიც გვინდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

2022-01-31
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნების“ შემუშავებელი რეზოლუცია გამაოგნებელია, უკრაინაზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა – აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას და ისინი ემუქრებიან?!

მსგავსი სტატიები

დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

06 ივლ 2018

საკრებულო დღეს ქალაქის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

17 ნოე 2017
უნდათ, რომ კლანს გადაუფორმონ უზენაესი სასამართლო – ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ “ოცნების” კანონპროექტს აფასებს

უნდათ, რომ კლანს გადაუფორმონ უზენაესი სასამართლო – ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ “ოცნების” კანონპროექტს აფასებს

News 19 მარ 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge