NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ გურული: პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან

ზურაბ გურული: პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან

29 იან 2022 პოლიტიკა 514 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ერთადერთი ნამდვილი “გიჟი”, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკას ჰყავს, უფრო სწორად ჰყავდა, ტრამპია. იმიტომ აღდგა მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ. ტრამპი არ მიეკუთვნება პოლიტიკის არცერთ კლასიკურ სკოლას; შესაბამისად მისი გათვლა და წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო როგორც პოლიტიკოსებისათვის, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი საიდუმლო სამსახურებისათვის. ამიტომ ყველა ცდილობდა, რომ მკვეთრი მანევრები არ გაეკეთებინათ, ვინაიდან ამერიკის რეაქციის გათვლა არ შეეძლოთ და მსოფლიო დროებით დასტაბილურდა.
ბაიდენი, ბლინკენი, ბარნსი – გაჭრილი კარტებია. საკმარისია მათი ბიოგრაფიების, მემუარების, ჩანაწერების გადახედვა; მათი პოლიტიკური გზის გაანალიზება და მარტივად გამოითვლი მათი მოქმედების მიმართულებასაც და დიაპაზონსაც. ასევეა ევროპისა თუ აზიის სხვა მნიშვნელოვანი ლიდერებიც.
როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომების ტაქტიკაზე გადავიდა, ამას ჰქონდა თავისი ფუნდამენტური მიზეზი. მასიური საომარი თეატრების მართვა რუსულ ტექნოლოგიებს აღარ შეეძლო. ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც 2008 წელს, საქართველოსთან ხუთდღიან ომში. სამაგიეროდ ბრწყინვალე სპეცოპერაცია ჩატარდა ყირიმში, სადაც მცირერიცხოვანმა სპეციალურმა დესანტმა უკრაინას ცხვირწინ აართვა უზარმაზარი სტრატეგიული ტერიტორია. ამერიკისა და ევროპის იმჟამინდელი ლიდერები კი სპეცოპერაციის დამთავრებამდე “მსჯელობდნენ” თუ ვინ იყვნენ ე.წ. “მწვანე კაცები”. ყირიმმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინა საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკური, სამხედრო და სტრატეგიული იდიოტიზმი.
ჰიბრიდული ომი წარმოადგენს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და რაც მთავარია ფსიქოლოგიური დივერსიების კონგლომერატს. შეუზღუდავი დაფინანსება, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, ყოველგვარი პოლიტიკური ბერკეტების გადალახვის საჭიროებების გარეშე, ქმნის იმ მოქნილ ვერტიკალს, რომელიც ასეთი ომების საწარმოებლად ყველაზე მოსახერხებელია ისეთ ქვეყნებთან, სადაც სპეცოპერაციების ტაქტიკა, დაფინანსება და ნებართვა არაერთმა პოლიტიკურმა რგოლმა უნდა დაამტკიცოს, რაც ყველა სხვა სირთულესთან ერთად, დროში გაწელილი პროცესია.
რატომ და რა მიზეზის გამო უნდა გამოვიდეს პუტინი დღეს ჰიბრიდული ომის ტაქტიკიდან? რა საფუძველი არსებობს ამისათვის?
არავითარი
პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან. მათი რეაქციები რუსულ ბლეფზე ცნობილია. ჭადრაკს მხოლოდ ჩინეთი თამაშობს. მას ამისათვის დროც აქვს და რაც მთავარია, მოთმინების განუსაზღვრელი სხვა რესურსებიც. ჩინეთმა მხოლოდ 4 წლით დაკარგა წონასწორობა, როდესაც წინ გაუთვლელი მეტოქე დაუჯდა ტრამპის სახით. ის სტრატეგიულად სწორად მოიქცა და არცერთი მკვეთრი მანევრი არ გაუკეთებია; სამაგიეროდ ყველაფერი ჩადო უხერხული მეტოქის მოცილების მცდელობაში.
მომავლის განჭვრეტის ყველაზე ეფექტური მცდელობა წარსულის გაანალიზებაა. რატომ?
იმიტომ რომ წარსულსაც და მომავალსაც ადამიანთა ქცევა ქმნის და ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერის ფსიქოლოგიური ნიუანსები კი უნივერსალურად სტაბილურია დასაბამიდან” – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ექიმი, ზურაბ გურული.

კომენტარები

ზურაბ გურული 2022-01-29
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ გურული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომის პაპი: პანდემიისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებების დარღვევაა

შემდეგი სტატია

ლალი მოროშკინა: НЕ ДОЖДЁТЕСЬ!

მსგავსი სტატიები

Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

20 ოქტ 2017

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით Freedom House-ის შეფასებებს

16 იან 2018
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ვთვლით, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ვთვლით, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს

ირაკლი შალიკაშვილი 13 იან 2020

უახლესი ამბები

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge