NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»upway.ge –  ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

upway.ge –  ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

28 იან 2022 ბიზნესი 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი – upway შეემატა.
upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში,
რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6
ძირითად კატეგორიაში.
პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა
ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ
მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის
ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე
ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.
უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.
დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა
ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების
და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.
“ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი,
ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი
აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება
ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება – თვითაღმოჩენა არასდროს
მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს
საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, – მარიკა აბულაძე, upway-ს
თანადამფუძნებელი.
ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს
პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას
და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში.
“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის
სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების
საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, – მარიშა
გოგოლაური, upway-ს თანადამფუძნებელი
იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის”
გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე
გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-
აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას
პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო
მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის
მიმართულებით.
“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება
აინტერესებს და კურსების სელექციის გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა
თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს.
პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის
მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, – მარიამ ცანავა, upway-ს
თანადამფუძნებელი

კომენტარები

2022-01-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლავროვი: თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას

შემდეგი სტატია

როგორი გინდა იყოს შენი პორშე? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში

მსგავსი სტატიები

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია: თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, ფასები გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია: თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, ფასები გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2023
Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო

ნინო ჩხეიძე 01 თებ 2023
ნიკოლოზ გაგუა: მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი ევროპული სტანდარტები

ნიკოლოზ გაგუა: მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი ევროპული სტანდარტები

30 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge