NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!

28 იან 2022 ბიზნესი 293 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები,
რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ
თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის
პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა.
პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
განაცხადების შეტანისა და გასაუბრებების გავლის შემდეგ, შეირჩევა 10-15
ადგილობრივი სტარტაპი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებს
პროდუქტის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მომზადდეს ფასეული შეთავაზება,
როგორ იფიქრონ პროდუქტის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის სეგმენტაციაზე,
ისწავლიან ბიზნესმოდელის შედგენასა და ფინანსების დათვლას. ასევე, შეხვედრების
ფარგლებში, ისინი გაერკვევიან ბრენდინგში, მარკეტინგსა და გაყიდვებში და, რაც
სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაივლიან ტრენინგებს თუ როგორ უნდა
წარსდგნენ ინვესტორების წინაშე.
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს შეუძლიათ, რომლებსაც
ჰყავთ გუნდი და აქვთ ე.წ. MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე, სამოქმედო გეგმა მაინც
თავიანთი ბიზნესის წამოსაწყებად.
პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში და ჯამში 12 კვირას გასტანს. ის
ძირითადად დაკომპლექტებული იქნება თემატური სამუშაო სესიებით, მენტორებთან
ინდივიდუალური შეხვედრებით, მოწვეული სპიკერებით. მონაწილეების Impact Hub-ის
სივრცით ისარგებლებენ. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს დემო დღე, რომელზეც
სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარსდგებიან და საშუალება ექნებათ, მოიპოვონ
ინვესტიცია თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად.
პრე-აქსელერაციის პროგრამებზე განაცხადების მიღება 26 ინვრიდან იწყება და 20
თებერვლამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაციის გავლა ამ
ბმულზე შეუძლიათ.
პროგრამის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე მისი ორგანიზატორები და გასული
წლის პროგრამის მონაწილეებიც საუბრობენ:
“upway ქართული სტრატაპია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყანაში არსებულ
სანდო კურსებს. Impact Hub Ttbilisi-ს პრე-აქსელერატორში upway-მ 2021 წლის
გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა – რაც ჩვენი სტარტაპის წარმატებისთვის
გადამწყვეტი შესაძლებლობა აღმოჩნდა. 3 თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით

იდეაზე, ბიზნეს-მოდელის დახვეწაზე, მომხმარებლის journey-ზე, ტექნიკურ
გადაწყვეტებზე და ა.შ.
ყველაზე მეტად პრე-აქსელერატორი დაგვეხმარა მწყობრ მუშაობაში, მოგვცა
გამოცდილება და შეგვმატა თავდაჯერებულობა, იმისთვის რომ არ დავნებებულიყავით
და რეალობად გვექცია ჩვენი იდეა”.
ქეთი ებანოიძე, ორგანიზატორი: „სტარტაპ პრე-აქსელერატორი Impact Hub Tbilisi-ის
საინიციატივო გუნდის მიერ 2021 წელს დაფუძნდა. გუნდმა სპეციალური გადამზადების
კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ
გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა,
რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროგრამა
მიზნად ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერებას ისახავს.
ნინო ნანიტაშვილი, მენტორი: „პირველ რიგში, პრე-აქსელერატორი ეხმარება ადრეულ
ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, ფოკუსირებულად დაუთმონ დრო საკუთარი გუნდის,
ტექნიკური პროდუქტის და ბიზნეს-მოდელის განვითარებას. სიღრმისეული სესიებით
და ინდივიდუალური მენტორების მხარდაჭერით, სტარტაპების დამფუძნებლებს
უყალიბდებათ ხედვა და სტრატეგია ტექნოლოგიური სტარტაპის შექმნის და
განვითარების მიმართულებით. პრე-აქსელერატორი ხელს უწყობს სტარტაპების
განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომ მათ
ადრეულ ეტაპზევე გაიცნონ პერსპექტიული სტარტაპები და გახდნენ მათი წარმატების
მონაწილე. ეს კი, მთლიანობაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება.
სოფო კახიძე, თიბისის სტარტაპერი: „ამ პროექტს მხარს ვუჭერთ პროგრამა
სტარტაპერით, რომელიც უკვე 5 წელია როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური
პროგრამებით ბიზნესის დაწყებას და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს
ხელს. სტარტაპერი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც იზიარებს ამ მიზნებს და
ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს საწყის ეტაპზე.
ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა, სადაც ბევრ,
ხარისხიან ტექნოლოგიურ სტარტაპს შეეძლება იდეების ბიზნესად ქცევა და
განვითარება, რომ ახალი, ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს
მომხმარებელს.“
წყარო: მარკეტერი

კომენტარები

2022-01-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იაგო ხვიჩია: უკრაინისთვის მხარდამჭერის გამოცხადების პროცესი სპექტაკლია და სოლიდარობის გამოხატვასთან კავშირი არ აქვს

შემდეგი სტატია

ზურაბ ბატიაშვილი: … დიდი ალბათობით, მას იქ „სლავური ავღანეთი“ ელოდება

მსგავსი სტატიები

KFC და Pizza Hut რუსეთს ტოვებს – ყველა ინვესტიცია, რომელიც რუსული რესტორნების განვითარებაზე უნდა წასულიყო, უკრაინის დასახმარებლად იქნება მიმართული

KFC და Pizza Hut რუსეთს ტოვებს – ყველა ინვესტიცია, რომელიც რუსული რესტორნების განვითარებაზე უნდა წასულიყო, უკრაინის დასახმარებლად იქნება მიმართული

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2022
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

04 მაი 2018
პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში

10 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge