NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ ბატიაშვილი: … დიდი ალბათობით, მას იქ „სლავური ავღანეთი“ ელოდება

ზურაბ ბატიაშვილი: … დიდი ალბათობით, მას იქ „სლავური ავღანეთი“ ელოდება

28 იან 2022 პოლიტიკა 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინა ადვილი „გასეირნება“ არ იქნება რუსეთისთვის, ერთია, უკრაინაში შესვლა და მეორე, იქ რა ელოდება მას და დიდი ალბათობით, მას იქ ელოდება „სლავური ავღანეთი“ – ასე ადვილად ვერ დაიმორჩილებს და ვერ გააკონტროლებს, – ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

ბატიაშვილის შეფასებით, დასავლეთი არის როგორც არასდროს გამოფხიზლებული და ერთიანი და არ თმობს იმ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი.

„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საქართველოს ხვალინდელ დღეს ეხება. ეს კრიზისი არ მოიცავს მხოლოდ უკრაინას, ეს არის ზოგადად რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მცდელობა, შანტაჟის ენით ელაპარაკაოს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ ჩვენთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის კარგი არის ის, რომ დასავლეთი ამ ძალზე მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხში დათმობას არ აპირებს და ეს იყო აღნიშნული აშშ-ის წერილშიც.

რუსეთი შევიდა გარკვეულ ჩიხში საკუთარი პოლიტიკითა და რიტორიკით და იქიდან გამოსვლა ძალზე გაჭირდება, იმიტომ, რომ დასავლეთი არ აპირებს დათმობას და რუსეთმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ეს რაღაც შეიძლება იყოს სამხედრო მოქმედებების დაწყება. ის განცხადება და ინფორმაცია, რაც ბაიდენმა ზელენსკის მიაწოდა, რა თქმა უნდა, ძალზე სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. რუსეთმა, ფაქტობრივად, დაასრულა თავისი სამხედროების თავმოყრა უკრაინის გარშემო და ახლა ელოდება კონკრეტულ მომენტს, რომელიც შეიძლება საბოლოო მომენტი იყოს ამ კონფლიქტში. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთში იღებს ერთი ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სჩვევია ხისტი და არალოგიკური გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მისი მხრიდან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მითუმეტეს ამ ფონზე, როდესაც მან ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა დასავლეთისგან. ბოლო მომენტში რა გადაწყვეტილება დადგება პუტინის თავში, ძნელი სათქმელია, გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის, თუმცა სიტუაცია ისეთი დაძაბულია, როგორც არასდროს არ ყოფილა და ომის ალბათობა არის,“- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ამასთანავე, ექსპერტმა გამორიცხა, რომ რუსეთმა პარალელურად ორი – უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აწარმოოს ომი, თუმცა აღნიშნა, რომ თუ კრემლი უკრაინაში დასახულ მიზანს მიაღწევს, შემდეგი საქართველო იქნება.

„რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, მარტო უკრაინას არ მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა სახელად საბჭოთა კავშირი დაერქმევა თუ სხვა რამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი იმპერია ვერ შედგება თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია, კავკასიაში კი საკვანძო ქვეყანა არის საქართველო თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, ამიტომ თუ უკრაინაში გამოუვიდა, რა თქმა უნდა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. მე ნაკლებად მიმაჩნია, რომ პარალელურად აწარმოოს ორ მიმართულებაზე შეტევა- უკრაინისა და საქართველოს მიმართლებით, მაგრამ უკრაინაში თუ გამოუვიდა ის რაც ჩაფიქრეული აქვს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინაში არ გამოუვა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

კომენტარები

ზურაბ ბატიაშვილი 2022-01-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ზურაბ ბატიაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!

შემდეგი სტატია

ლავროვი: თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას

მსგავსი სტატიები

ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2022

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტის საპარლამენტო განხილვა დამატებითი კონსულტაციების შემდეგ გაგრძელდება“

01 დეკ 2017

შს მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge