NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”

უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”

27 იან 2022 პოლიტიკა 141 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

”

„ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის დოკუმენტი სწორია და გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევები.

“რა კითხვები აქვთ ოპონენტებს – თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რეზოლუციაში მხარდაჭერა ჩადებულია; თუ საუბარია, რომ ჩვენ რაიმე ტიპის ესკალაცია უნდა დავგმოთ, ესეც არის ამ ტექსტში. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანია, რომელიც ორიენტირებული იყო არა მართლა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და იმაზე, რომ უკრანელი ხალხისთვის სოლიდარობა ერთდროულად გამოგვეცხადებინა, არამედ პიარ კამპანიაზე გათვლილი სტარტეგიაა. ამაზე მეტყველებს „ბოტების“, „ტროლების“, ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ვიხილეთ. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სწორი და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს მეგობარი ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ვითვალისწინებთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს კონსულტაციები და როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

მისი შინაარსი კი ასეთია:

“საქართველოს პარლამენტი -ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.

კომენტარები

2022-01-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი

შემდეგი სტატია

ხაბეიშვილი: „ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი

მსგავსი სტატიები

ვიოლა ფონ კრამონი: ვერ ვხვდები ოპოზიციის მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა

ვიოლა ფონ კრამონი: ვერ ვხვდები ოპოზიციის მოტივს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა

ნინო ჩხეიძე 06 თებ 2021
სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

სუბარი: კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

ნინო ჩხეიძე 08 მაი 2021
თუ ხვალინდელ შეხვედრას დაესწრებიან ელჩები, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ოპოზიცია წარმოადგენს არგუმენტებს, ყველაფერი ნათელი იქნება

თუ ხვალინდელ შეხვედრას დაესწრებიან ელჩები, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ოპოზიცია წარმოადგენს არგუმენტებს, ყველაფერი ნათელი იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 29 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge