NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»რეზოლუციაში ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

რეზოლუციაში ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

26 იან 2022 სამართალი 565 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციაში ძირითადი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოს რეგიონში მშვიდობა სურს, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და რუსეთის განცხადებების მიუხედავად, ნატო-ში მისწრაფების საკითხი არ შეიცვლება.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში გვინდა მშვიდობა, არ გვინდა ომი და არანაირი დაძაბულობა. სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ისინი უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე საუბარი უნდა იყოს რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სთან მიმართებით არ შეიცვლება რუსეთის განცხადებების მიუხედავად. მგონი, შინაარსი ნათელია, რაზეც რეზოლუცია უნდა იყოს.

მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები იქნებიან “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე. 76 ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტს, რაც სესიაზე გავა, მათი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობა რეგიონში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა საქართველოში, ამისთვის არის ეს რეზოლუცია საჭირო, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვართ და მათი მხარდაჭერა, რომ დაგვჭირდეს ისინიც დადგებიან ჩვენს გვერდით”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რესურსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ რეზოლუციის ერთიანი ტექსტი შეიმუშაოს, ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის “ქართული ოცნების” პოზიცია უცნობია.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს “ქართული ოცნების” მიმართულებით, ამ შეხვედრაზე დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ იმდენად მარტივი საკითხებია – მშვიდობის წინააღმდეგი უნდა იყოს? ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგი უნდა იყოს თუ ნატო-ში მისწრაფების? არავინ ეუბნება მათ, რომ ჩვენ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობისთვისაა ეს ნაბიჯი გადასადგმელი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს დაიწყება.

კომენტარები

2022-01-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხვალ საქართველოში ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცემა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

შემდეგი სტატია

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

მსგავსი სტატიები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ

07 დეკ 2017
ყოფილ მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობასა და შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ყოფილ მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობასა და შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ნინო ჩხეიძე 23 აპრ 2021
შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმაში მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმაში მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან

18 იან 2018

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge