NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მდინარაძე: ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან

მდინარაძე: ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან

26 იან 2022 პოლიტიკა 179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რატომ არ არის ნახსენები ოკუპანტი ქვეყანა – რუსეთი უკრაინისადმი მხარდასაჭერ რეზოლუციაში.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ყველა სიტყვა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გათვალისწინებით.

„ჩვენ ნუ შევაფასებთ რა არის რთული და რა არის მარტივი. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა მოსაზრება. ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. რეზოლუცია მთლიანად დაცლილია და ამას შემთხვევით არ ვამბობ, პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან.

ამ რეზოლუციის მოწოდება, მთავარი პოსტულატი ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უნდა მოახერხოს უკრაინაში ომის არდაშვება. აი, ამ ინტერესებიდან გამომდინარეობს.

იყო რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები იმ მაგიდასთან, რაც ორი დღის განმავლობაში ისმოდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველა მოსაზრება ყოფილიყო გათვალისწინებული, ყველა სიტყვა ყოფილიყო აწონილი და ყველა ფრაზა ყოფილიყო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღენახევრის განმავლობაში ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინებით ტექსტი ოთხჯერ შეიცვალა.

„მაგალითად, სათაურიც კი შეიცვალა ოპოზიციის წარმომადგენლების თხოვნით და მათი შენიშვის გათვალისწინებით. ასევე, ჩანაწერი შეიცვალა მესამე პუქტში და ა.შ.“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

TOP მამუკა მდინარაძე 2022-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მდინარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საავადმყოფოსთან იყო დაგდებული, წამლებისგან გათიშული…” – იტალიაში დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

შემდეგი სტატია

ბურჯანაძე: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა …

მსგავსი სტატიები

ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

ირაკლი შალიკაშვილი 16 სექ 2019
ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, ამას მომავალი გვიჩვენებს – კობახიძე ხაზარაძის პოლიტიკურ განაცხადს ეხმაურება

ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, ამას მომავალი გვიჩვენებს – კობახიძე ხაზარაძის პოლიტიკურ განაცხადს ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივლ 2019
პრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს

პრემიერის საახალწლო მილოცვა ტრისტან წითელაშვილს – ოპოზიცია ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს

14 იან 2019

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge