NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ბერძენიშვილი: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია

დავით ბერძენიშვილი: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია

26 იან 2022 პოლიტიკა 205 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დღევანდელ ვითარებაში ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება პოლიტიკის ანა-ბანაა, თუმცა როგორც ჩანს, დეპუტატებს ამის შეხსენება სჭირდებათ.

„რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია. აბა ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება უკრაინას, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ თუ გვიანი შუა საუკუნეებია, როცა რუსეთსა და პოლონეთს შორის არის უკრაინა დნეპრის მარცხენა-მარჯვენა ნაპირებზე გასაყოფი, საზღვრები გადასაწევ-გადმოსაწევი?

ერთობლივი რეზოლუციის საჭიროება ასეთ დროს არის პოლიტიკის ანა-ბანა. დიდი ბოდიში, მაგრამ იძულებული ვარ, ამ ტერმინოლოგიით ვისაუბრო და დეპუტატებს მივმართო უმრავლესობიდან და შესაძლოა, არა მხოლოდ უმრავლესობიდან, ვისაც ეტყობა დასჭირდა ამის შეხსენება. არის საგარეო, უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ღირებულებებისგან, პარტიების სხვაობებისგან, პიროვნული ურთიერთობებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ, დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელია.

როგორც მან რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა ხელისუფლება დღის პირველ ნახევარშიც კი შინაარსზე „წამომსვლელი“ ჩანდა, შემდეგ რაღაც მოხდა, რაც მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

„ხელისუფლება თითქოს წამომსვლელი ჩანდა გუშინ, დღეს – დღის პირველ ნახევარში, მაგრამ მერე ყუფარაძემ დარეკა, რაღაცა მოხდა ისეთი. ეს ხელისუფლება სამწუხაროდ, არ არის დემოკრატიის მინიმალური სტანდარტის მატარებელი პარტია. იქ არის გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი, რომელიც უბრძანებს აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოს, რომ ასე მოიქეციო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა: „თვითონ ბიძინამ დარეკა თუ ვიღაცას ისეთს დაურეკა, რომელმაც მერე მეკავშირის ფუნქცია შეასრულა და საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელებს ბრძანება გადასცა, ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ“.

კომენტარები

TOP დავით ბერძენიშვილი 2022-01-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით ბერძენიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოძალადე პოლიციელები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან

შემდეგი სტატია

კახეთში მკვლელობა მოხდა

მსგავსი სტატიები

წულუკიანი: ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის, რომ ამ კომპანიამ დავალიანება აირიდოს თავიდან

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საუბარი იყო ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018

„ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევის მსურველები გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე თავად ნაც-ქოცები“

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge