NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თამარ გაბუნია: დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი – ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

თამარ გაბუნია: დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი – ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

25 იან 2022 საზოგადოება 244 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და 15 22-ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა ინფიცირებულს გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ქვეყანაში 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

„უკვე ამ კვირის განმავლობაში 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა. სულ ქვეყანაში დაახლოებით 2500 ოჯახის ექიმია განაწილებული როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა 15 22-ის სახით, ზარების რაოდენობა გუშინ გახლდათ 5600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 15 22 მუშაობს, აქაც დაემატა რესურსი, გაორმაგდა ექიმების რესურსი და ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის წუთი, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-4 წუთი. ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი, თუმცა ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას, რაც ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წელს ზევით, აქვს ქრონიკული დაავადება და მთავარი ცვლილება ჩვენთვის მოკლე ხანში იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუკი მას გამოუვლინდა კოვიდი. თუკი აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებს შორის, ვინაიდან ახლა ყველა არის უკვე ჩართული, ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, ექნება საშუალება დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს. დღესაც არსებობს ეს მექანიზმი, თუ ზარი ყოვნდება 15 22 არსებობს იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს თავად ჰქონდეს ექიმთან დაკავშირების შესაძლებლობა. დღევანდელი მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა და ასევე 15 22 -ის რესურსი საკმარისია, რომ ყველა – 87 609 აქტიურ შემთხვევას გაეწიოს მეთვალყურეობა, სამომავლოდ თუკი დადგება პრიორიტეტიზაციის აუცილებლობა, შეიძლება ოჯახის ექიმმა პრიორიტეტი მიანიჭოს 65 წელს ზევით მოსახლეობას,“- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კვლევებს და ანალიზებს, როგორც გაბუნია აღნიშნავს, ამის საჭიროებას წყვეტს ოჯახის ექიმი.

„პროტოკოლი, რომელიც გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს, აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად არის, რომ კლინიკური მდგომარეობა არ მიუთითებს კვლევების საჭიროებაზე, ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმი ამ გადაწყვეტილებას აცნობებს პაციენტს და სთხოვს მას გააგრძელოს მკურნალობა ბინაზე დამატებითი გამოკვლევების გარეშე,“ – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

TOP თამარ გაბუნია 2022-01-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თამარ გაბუნია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით – პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები!

შემდეგი სტატია

სტარტაპ ნაკრები – Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის

მსგავსი სტატიები

სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

სპეცოპერაციის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია

23 ნოე 2017
გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

ნინო ჩხეიძე 08 მარ 2021
ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ

ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ

20 თებ 2019

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge