NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ

25 იან 2022 სამართალი 236 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

უფლებადამცველებისთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის „დისკრედიტაციის მიზნით, მედიაში თავისუფლად ვრცელდება“.

ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინონ. ისინი ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.

„2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, აუდიოჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლებადამცველების ინტერესებში შედიოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თავად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარეობაშია.

ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია „პირველისთვის“ დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები.

არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები, დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკომპანია „პირველს“ ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიციალური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი.

აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე.

ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე, დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.

აქვე, ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება“, – ნათქვამია ბასილაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

TOP ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022-01-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკოლოზ ბასილაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იან კელი: …გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის

შემდეგი სტატია

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

მსგავსი სტატიები

ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავა და 13 პირი პასუხისგებაში მისცა

13 სექ 2018
„უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო განხორციელებული გამოძიება“

„უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო განხორციელებული გამოძიება“

01 ივნ 2018

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge