NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»იაგო ხვიჩია: სოლიდარობა უკრაინას – დღეს იქ გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე

იაგო ხვიჩია: სოლიდარობა უკრაინას – დღეს იქ გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე

25 იან 2022 პოლიტიკა 278 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა ჩაიწერება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში – საქართველოს პარლამენტი დოკუმენტზე მსჯელობას იწყებს.

როცა რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს, ყველა თანხმდება, რომ რეზოლუციის ტექსტზე მალე უნდა შეჯერდნენ ვინაიდან ის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს დაიცავს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უკრაინას საქართველომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.

“დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი, ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ ჩვენ. სოლიდარობა უკრაინას – ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში იქნება ეს თუ სხვა მხარდამჭერი ტესტები. ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ, ამ რწმენის შესაბამისად, რომ როდესაც ჩვენ გაგვიჭირდება როგორ გვინდა იმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის წევრი, პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციის პროცესები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

“ეს არის მნიშვნელოვანი პროცესები არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ ჩვენთვისაც. ეს არის საკითხი, რომელზეც გამორიცხულია ხელისუფლებას ან რომელიმე პარტიას ჰქონოდა სხვა შეხედულება,”-აცხადებს ლილუაშვილი.

რეზოლუციის დროულად მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს მმართველი გუნდიც. ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ ტექსტზე შეთანხმება დროულად მოხერხდება. წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მომეტებული საფრთხეები იქნება.

უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება, საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოსთვის.

“ჩვენი მთავრობა ჩართულია ყველა საერთაშორისო ძალისხმევაში. ყველა ფორუმი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ჩატარდა ჩვენი ოფიციალური ჩართულობით იყო. ყველა ნაბიჯი სრულ თანხვედრაშია,”-აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

იაგო ხვიჩია 2022-01-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ შემოვიდა პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნით, რომ …

შემდეგი სტატია

გახდება თუ არა ექსპრეზიდენტის ეტაპირების ამსახველი კადრები საჯარო – სააკაშილი ვიდეომასალის სრული ვერსიის გასაჯაროებას მოითხოვს

მსგავსი სტატიები

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა

ნინო ჩხეიძე 27 სექ 2020
პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

05 დეკ 2018
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge