NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხოშტარია: მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია

ხოშტარია: მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია

24 იან 2022 პოლიტიკა 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ საკითხი არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული.

„პუტინს სურს, რომ ჰქონდეს აბსოლუტურად ურყევი კონტროლი კონკრეტულად ევროპის ნაწილზე, რომელშიც ჩვენც ვხვდებით. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს, ეს ის კი არ არის, რომ ვინმეს მიმართ სოლიდარობას აკლებს, არამედ ჩვენივე ინტერესებს არ იცავს ამ სიტუაციაში. როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, მით უმეტეს როდესაც მათ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვთ, საზოგადოება და ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან აქტიური. ჩვენ არ ვთმობთ ამ ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ როგორც უნდა, ისე ხომ არ იქნება? სწორედ ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ასევე მსოფლიოსაც უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც მიუღებელია რუსეთის დღევანდელი ქმედებები“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

„პირველი – ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან საჭიროა იმის თქმა, რომ მეტად ახსენონ საქართველო უკრაინასთან ერთად. ამასთან, რეგიონის ქვეყნებთან, სადაც უშუალოდ „მოქმედებების თეატრი“ არის განვითარებული, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, თუნდაც დროებით უსაფრთხოების ალიანსზე და გუნდზე საუბარი არის საჭირო. ალიანსზე, რომელიც ერთად გაუმკლავდება ამ საფრთხეს და დასავლეთთან ერთი ხმით ისაუბრებს. ასევე საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უკრაინელებთან – დახმარება, რომელიც შეიძლება იყოს ჰუმანიტარული და ამაზე უნდა იყოს ღია და აქტიური კომუნიკაცია. ასევე აუცილებელია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების პრობლემებზე ხშირად საუბარი. პრემიერ-მინისტრი უნდა ადგეს, იქ ჩავიდეს და იქედან ჩაერთოს CNN-ს. ეს არის ელემენტარული, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ გააკეთონ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

ელენე ხოშტარია 2022-01-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ელენე ხოშტარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანის შესახებ აშშ-საც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს

შემდეგი სტატია

ევროპის რეგიონი პანდემიის ერთგვარი ფინალური ფაზისკენ მიდის

მსგავსი სტატიები

ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა იყო

ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა იყო

ირაკლი შალიკაშვილი 22 იან 2020
რუსეთი ცდილობს თავისი “საოცარი იარაღის” პოვნას, რაც აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე

რუსეთი ცდილობს თავისი “საოცარი იარაღის” პოვნას, რაც აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე

ირაკლი შალიკაშვილი 19 მაი 2022
ხელისუფლების გზავნილები პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული – საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით

ხელისუფლების გზავნილები პრობლემის მოკლევადიან გადაგორებაზეა ორიენტირებული – საარჩევნო დღის წესრიგით უფრო მოქმედებენ ვიდრე სახელმწიფოებრივით

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2020

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge