NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის

მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის

24 იან 2022 პოლიტიკა 193 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუკი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით „ჯანსაღი მოლაპარაკების“ სურვილი აქვს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

მათიკაშვილი იმისაც ამბობს, რომ წინა გამოცდილების გათვალისწინებით, თავად ოპოზიციის მხრიდან არ გამოთქმულა მმართველ პარტიასთან შეთანხმების სურვილი.

“გვაქვს სრული მზაობა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილოთ. ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, რათა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა, ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიციით მოვახერხოთ, ცხადია, ამაზე მმართველი გუნდი სრულ მზაობას აცხადებს, თუმცა გვაქვს გამოცდილება, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ერთადერთ არგუმენტად მათ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობას ასახელებდა და მათ პროფესიულ გამოცდილებას უწუნებდა. ეს არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის პროცესი იწყება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის ახალი წესის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

კომენტარები

2022-01-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციის ინიციატივა და “ქართული ოცნების” პასუხი – მიიღებს თუ არა პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას

შემდეგი სტატია

შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით – თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება

მსგავსი სტატიები

„ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას, რომ ვერ შეძელით, სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი“

20 დეკ 2017
ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

14 აგვ 2018
სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით

სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით

ირაკლი შალიკაშვილი 11 თებ 2021

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge