NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: ხალხი ძალაუფლებისგან ამჩატებულია, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტარებს აქეთ უნდა შევუღრინოთ

დავით უსუფაშვილი: ხალხი ძალაუფლებისგან ამჩატებულია, ჰგონიათ, რომ ევროპარლამენტარებს აქეთ უნდა შევუღრინოთ

24 იან 2022 პოლიტიკა 315 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია – ეს ხალხი ვერ იაზრებს, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს – ასე პასუხობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი „პალიტრასნიუსი“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დასმულ კითხვას, არის თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირება სათანადო.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რადგან ის ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.

„რატომ აგვიანებს ხელისუფლება რეაგირებას? – არაკომპეტენტურობა. ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვინაიდან, მთავრობის წევრი ჰქვია, ევროპარლამენტარებს იქეთ უნდა შევუღრინოთ, აქ რა დასასვენებლად ჩამოდიხართ, თქვენ ვინა ხართ საერთოდ, რა ჭკუას გვასწავლით, ჩვენ ხომ რუსთაველის ქვეყანა ვართ? – ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია, ვერ იაზრებს ეს ხალხი, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია.

ახალი წლის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი, მე პირადად შევხვდით ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზეთ, ვთხოვეთ, ინიცირებულია პროექტი, დაიქცა ქვეყანა, ვხედავთ სადამდეა მისული. გახსენდებათ ამაზე უფრო ცხელი მოსამზადებელი პერიოდი? საქართველოში შემოჭრა უცებ მოხდა. ვერც კი გაიაზრა მსოფლიომ რა ხდებოდა. ყირიმშიც ასევე მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება, არცერთი დღე არ არის დასაკარგი. აგერაა პროექტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განხილვა საკომიტეტო მოსმენის დონეზე, რომ თებერვალში პირველივე შეკრებაზე მივიღოთ ეს რეზოლუცია. პასუხი იყო, რომ ეს ოპოზიციის ინიცირებულია და უმრავლესობას გაუჭირდება მასზე მხარდაჭერა. ვიკითხეთ, რომელიმე სიტყვა, წინადადება არ მოგწონთ? ერთი ცალი გვითხარით, დაადეთ ხელი. მაგრამ არა, იმიტომ რომ ოპოზიციისა.

ჩვენ არ ვაპირებთ, ასე ზერელედ და ბავშვურად მოვეპყრათ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და იქვე ვუთხარით, გააკეთეთ ინიცირება პროექტის, თქვენი სტილით იყოს და ჩვენ იმას დავუჭერთ მხარს, ოღონდ სწრაფად ვქნათ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვის მიერ იქნება ინიცირებული, არამედ რა წერია და რომ საქართველო ერთსულოვანია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

TOP დავით უსუფაშვილი 2022-01-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დავით უსუფაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დეკანოიძე: დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე

შემდეგი სტატია

“ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გაიმართა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია

მსგავსი სტატიები

 სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უკრაინის სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

11 დეკ 2017
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019
ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას არ უნდა დავხარბდეთ, რომ ყველასთან საზღვრები გავხსნათ

ერთჯერად, სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას არ უნდა დავხარბდეთ, რომ ყველასთან საზღვრები გავხსნათ

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge