NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»გამოკვლეულ მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება – ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

გამოკვლეულ მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება – ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა

24 იან 2022 სამართალი 390 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საკითხს, რა ვიდეოები იქნა გამოკვლეული, ეს არის პოლიტიკური საკითხები, როცა თანამდებობის პირები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩვენ გვესმოდა, რომ იქ რაიმე კრიმინალური, რაიმე კანონს მიღმა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილთან არსებული საუბრები, ეს ჩანაწერები წარმოადგინა პროკურატურამ, ვიდრე პროკურატურა წარმოადგენდა, ეს ჩანაწერები ინტერნეტწყაროებში გავრცელებულია და იქ არავითარი დანაშაულებრივი არ იკვეთება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება თავად აქციის დარბევის საკითხს, წარმოდგენილი იყო მძიმე კადრები, თუმცა ეს იყო კონკრეტული პოლიციური ღონისძიების ფარგლებში არსებული გადაცდომები.

„მთავარი რა არის – არც ერთი ეს პოლიციელი, არც ერთი ის ადამიანი, თანამდებობის პირები იქნებოდნენ ეს თუ რიგითი თანამშრომლები, ვინც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, საქმეზე დაკითხული არ არის, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით, რაიმე ჩართულობა ჰქონდა ამ პროცესებში, არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, იმიტომ, რომ ამ საქმის ფარგლებში ის მძიმე კადრები, რაც ვიხილეთ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურას შეფასებული არ აქვს არც ერთ კონკრეტულ მოქმედ პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

კომენტარები

2022-01-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაპუაშვილი: მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში – დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება

შემდეგი სტატია

პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე

მსგავსი სტატიები

შსს-მ 70 წლის პედაგოგი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

შსს-მ 70 წლის პედაგოგი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

01 აპრ 2018
პანკისის ხეობაში 14:00 საათზე აქცია გაიმართება

პანკისის ხეობაში 14:00 საათზე აქცია გაიმართება

19 ივნ 2018
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებს, შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებს, შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge