NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხვალ, “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან

ხვალ, “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან

23 იან 2022 პოლიტიკა 286 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

24 იანვარს, 13:00 საათზე “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საელჩოში გაიმართება. მათივე ინფოაციით, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერების და “ლელოს” საგარეო მდივნის სტუმრობის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა.

ასევე, შეხვედრისას “ლელოს” ლიდერები ელჩ დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას, რომლის ადრესატიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი არიან.

“უკრაინის პრეზიდენტის და სპიკერისთვის განკუთვნილ წერილში ნათქვამია , რომ რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” უკრაინისადმი მხარდამწერი წერილი/ნოტა:

“საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით, გვსურს ამ რთულ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და თქვენს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მყარად დაიმკვიდროთ უკრაინის კუთვნილი ადგილი ერთიან და თავისუფალ ევროპაში.რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები. მოახლებული საფრთხე არამარტო უკრაინისკენ მოემართება, არამედ რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში მდებარე ყველა თავისუფალ სახელმწიფოსა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპას აყენებს რისკის ქვეშ. ვუყურებთ რა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი და ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ დასჯას მათ მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების გამო, ეს რთული დრო ჩვენგან ერთობასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. თუმცა, სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ამ ისტორიულ გზაზე წარმარტების მიღწევის ჟინს.ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერები ეწევიან საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დაგვავიწყდება უკრაინელი ხალხის მიერ გამოხატული ურყევი მხარდაჭერა 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის დროს, ისევე როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომისას. ჩვენც მუდამ ვუჭერდით მხარს თქვენს სწრაფვას თავისუფლებისკენ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. ჩვენ, „ლელოს“ ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს გაზრდილ ჩართულობას ასოცირებული ტრიოს არსებულ ფორმატში ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა რელევანტურ ფორმატებში და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენმა ორმა სახელმწიფომ გაიღოს საერთო ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების გასაძლიერებლად. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, გთხოვთ, მიიღეთ ჩვენი გულითადი კეთილი სურვილები უკრაინისა და მისი ხალხისადმი ამ ძნელბედობის ჟამს. საუკეთესო სურვილებით”, – ნათქვამია ნოტაში.

კომენტარები

TOP ლელო 2022-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლელო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა

შემდეგი სტატია

კობახიძე: …სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებებისა, რომელიც გვქონდა გასული ერთი წლის განმავლობაში

მსგავსი სტატიები

„ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არის“

17 ივლ 2018
ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის 3 სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

ქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის 3 სექტემბრიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება

31 აგვ 2018
„არანაირი ძველებისა და ახლების შესახებ საუბარი არ შეიძლება“

„არანაირი ძველებისა და ახლების შესახებ საუბარი არ შეიძლება“

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge