NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»წულუკიანი: ფერწერის ფონდიდან დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები

წულუკიანი: ფერწერის ფონდიდან დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები

23 იან 2022 კულტურა 239 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.

თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებზე საუბრისას აღნიშნა. წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმის გათავისუფლებულ თანამშრომელზე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ აქციის მონაწილეც იყო. საუბარია ნინო ხუნდაძეზე, რომელიც ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა.

„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, მას სულ მცირე ის ევალებოდა, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და მოეძიებინა, რაც დაკარგული იყო.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

TOP თეა წულუკიანი 2022-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თეა წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე შეხვედრა გამართა

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: არც იმას დავმალავ და ამაზე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ, რომ …

მსგავსი სტატიები

ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას. ჩემს წინ, ხელის გულზე გადაშლილ, საქართველოდან წასულს -საქართველოს

ვუყურებ ერთ პატარა ქვეყანას. ჩემს წინ, ხელის გულზე გადაშლილ, საქართველოდან წასულს -საქართველოს

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2021
ანზორ ერქომაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი

ანზორ ერქომაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2021
ბალენსიაგას რიგით 72-ე მაღაზია ბარსელონაში გაიხსნა

ბალენსიაგას რიგით 72-ე მაღაზია ბარსელონაში გაიხსნა

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge