NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»თეა წულუკიანი: არც იმას დავმალავ და ამაზე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ, რომ …

თეა წულუკიანი: არც იმას დავმალავ და ამაზე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ, რომ …

23 იან 2022 კულტურა 282 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, როცა საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც დარიანისადმი მიკუთვნებული არის ანა კალანდაძის არა ორი, არამედ სამი, თუ უფრო მეტი ლექსი, რომელიც ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ასევე, გრიგოლ რობაქიძის ლექსი, ანა ახმატოვას, ლესია უკრაინკას და სხვების ლექსები. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია. ვფიქრობ, ეს არ არის იმ ტიპის ხარვეზი ან შეცდომა, რომელსაც შეიძლება, უბრალოდ, ე.წ. სტიკერი დავაკრათ, რაზეც მე თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ შეიძლებოდა, ყოფილიყო მისაღები. არც იმას დავმალავ და ამაზე საჯაროდ პირველად ვსაუბრობ, რომ ვერც დავიჯერე, რომ ამგვარი შეცდომების კასკადი შეიძლებოდა, ერთ წიგნში ყოფილიყო. მით უმეტეს, ისეთი რესპექტაბელური ორგანიზაციის ხელში შექმნილ წიგნში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია, მაგრამ რეალობა, ფაქტი ჯიუტია და ვერსად გავექეცით. ამიტომ ჩაითვალა, რომ კულტურის სამინისტროს და სახელმწიფოს სახელი ვერ ექნებოდა ამ წიგნს. შესაბამისად, ეს ტირაჟი შესაბამისმა ორგანიზაციამ დააბრუნა დონორთან, ანუ კულტურის სამინისტროსთან და თანხის დამატება მოითხოვა, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ბატონმა ლაშა ბაქრაძემ „მერე რა მოხდა“ მიდგომა იქონია და თქვა, ნუ, ასეთი შეცდომები იპარება, რა ვქნათ, მოდით, დაგვიმატეთ თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნსო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სამინისტროს მხრიდან ახალი წიგნის გამოსაცემად თანხის თავიდან გაცემაზე უარი ითქვა.
თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში აქვს მოსახდელი დარიანის, მით უმეტეს, ანა კალანდაძის, რობაქიძის და სხვა ავტორების წინაშე და არა სამინისტროს წინაშე.

„თავად სიპ-ის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ ავად არის, მოიმიზეზა კოვიდი და როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ განხილვას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის იქნება განხილვა და იგულისხმება თუ არა განხილვაში სერიოზული პასუხისმგებლობის დაყენებაც, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა.

„განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა. ეს ჯერ არავინ არ იცის. განხილვა ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ, ეს ყვირილიც არის ნაადრევი. ყველამ უნდა დაზოგოს საკუთარი ენერგია, იმიტომ, რომ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. განხილვას შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა და შეიძლება, არ მოჰყვეს, მაგრამ განხილვის შინაარსი, ანუ სერიოზული განხილვა გულისხმობს იმის კვლევას, თუ რა მეთოდით იქნა ეს წიგნი შედგენილი, რა იყო ფონდებში, საიდანაც ეს ხელნაწერები იქნა მათ მიერ ამოღებული და წიგნში შეტანილი, შესაძლებელი იყო თუ არა ამ შეცდომის თავიდან აცილება, რა უნდა გააკეთოს ლიტერატურის მუზეუმმა იმისთვის, რომ ამგვარი შეცდომა მომავალში არ იქნას დაშვებული და ა.შ.“ – განაცხადა წულუკიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი პოზიცია, თუ ლიტერატურის მუზეუმი მოახერხებს ამ წიგნის მათ მიერ მოძიებული თანხით გამოცემას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის ქართულ ბაზარზე ყველანაირი წიგნის გამოცემას მიესალმება, თუ ამ წიგნში ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, განზრახ, ან უნებლიედ.

„დაუშვებელია, თქვა, რომ ანა კალანდაძის ლექსი ეკუთვნის სხვას და დაუშვებელია აღშფოთდე, როცა შეცდომაზე მიგითითებენ. ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია, ლიტერატურის მუზეუმმა აწარმოოს ყველა მოსაზრების, ანუ განსხვავებული აზრის მქონე დარგის პროფესიონალების დისკუსია-დიალოგი, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, ელენე დარიანს მიაწეროს მაგალითად, პაოლო იაშვილის ლექსები ან ახლა უკვე, ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას და სხვების ლექსები. ვფიქრობ, ეს დაუშვებელია, ეს უნდა გასწორდეს და განხილვა შედგეს, რომ მომავალში ამგვარი შეცდომები არ დაუშვას სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელსაც პირიქით, მწერლებზე, მათ საავტორო უფლებებზე ზრუნვა და მათი ხსოვნის პატივისცემა ევალება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

TOP თეა წულუკიანი 2022-01-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თეა წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წულუკიანი: ფერწერის ფონდიდან დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები

შემდეგი სტატია

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

მსგავსი სტატიები

ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

News 19 მარ 2019
გიორგი და მარიამ გაგნიძეები (ვიდეო)

გიორგი და მარიამ გაგნიძეები (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2020
ბრიუს უილისი და დემი მური თვითიზოლაციაში ერთად არიან

ბრიუს უილისი და დემი მური თვითიზოლაციაში ერთად არიან

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

    მედია: მაღალჩინოსნების პრივილეგირებული შვილები და სამსახურეობრივი მანქანები პირადი მოხმარებისთვის

  • მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

    მორგან ფრიმენს რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

    ირაკლი ღარიბაშვილი: სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ…

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ არ გვაწყობს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, რაც ატომურ ბომბს უტოლდება

  • თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში, მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

    ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

  • გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

    გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

  • ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

    ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

    მედია: რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიხაილ ხადარკოვსკი და გარი კასპაროვი აგენტების სიას დაამატა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge