საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის (Twitter) პირად გვერდზე შეურთდა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას – #StandWithUkraine.
ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების შესახებ, თავის მხრივ, განცხადება გამოაქვეყნა დავით ზალკალიანის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმაც:
“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,”- წერს ქვეყნის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე”.
კომენტარები