“ცრუ ინფორმაცია!
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოდგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ რომ პროდუქტი კანონიერი გზით ქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს.
ჩვენმა ადვოკატებმა გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეო კამერები სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას.
დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინაარით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების.
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ტიკეტები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი,” – წერს სოციალურ ქსელში ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულა სულაშვილი.
კომენტარები