NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა – 2022 წელია და ადამიანებს ყველაზე იაფ დენზე უწევთ 18 თეთრის გადახდა

2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა – 2022 წელია და ადამიანებს ყველაზე იაფ დენზე უწევთ 18 თეთრის გადახდა

21 იან 2022 ახალი ამბები, საზოგადოება 217 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს დენის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე. ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს – პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სემეკ-ში შეიტანს წერილს, რომლითაც სხდომის დანიშვნას მოითხოვენ. ხაბეიშვილის თქმით, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სამი მოთხოვნა აქვთ, კერძოდ, არ გაძვირდეს დენის ტარიფი, გასაჯაროვდეს უჩა მამაცაშვილის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ჩაიხსნას ეს კომპანია, რაც როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, უზრუნველყოფს ტარიფის შემცირებას.

„2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა და 6 თეთრს გადაიხდიდით, 2022 წელია კალენდარზე და ადამიანებს უწევთ ყველაზე იაფ ელექტროენერგიაზე 18 თეთრის გადახდა, ამასობაში ყველაზე ძვირს, ანუ 18 კილოვატზე მეტს ვინც დაწვავს, 26.5 თეთრის გადახდა უწევს. ადრე ყველაზე ძვირი ელექტროენერგია იყო 15 თეთრი, 11 თეთრით უფრო მეტის გადახდა უწევთ მოქალაქეებს, ამასობაში არ დაგვავიწყდეს, მეწარმეებს კიდევ უფრო გაუძვირდათ გადასახადები და მათთვის კიდევ უფრო გაძვირდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, მეპურეს, რომელიც თონეში პურს აცხობს და მოიხმარს ელექტროენერგიას, გაუძვირდა ელექტროენერგია, ის აძვირებს პურს და ეს შეეხეო შემდეგ მოქალაქეებს. ელექტროენერგიის გაძვირების გარდა მოიმატა პროდუქტებზე ფასებმა, რადგან მეწარმეს გაუძვირდა ელექტროენერგია. ბიძინა ივანიშვილმა კი შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები გორში, გლდანში, გამოიმუშავებს ბიტკოინებს და თვითონ თითქმის მესამედ ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას.

ვინც ახლა გვისმენს, ის მოქალაქეები სამჯერ უფრო მეტს იხდის, ვიდრე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რიგით მეწარმესთან შედარებითაც სამჯერ უფრო იაფად ყიდულობს დენს ბიძინა ივანიშვილი, გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას, მილიონებს. როცა დენს ვყიდულობთ, ‘შუაში“ გააჩინა უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით მილიონებს ეზიდება საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. სემეკისგან ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას, ანუ რამდენ მილიონს პარავს რუსი ოლიგარქი და მისი დეიდაშვილი საქართველოს მოქალაქეებს. ეს უნდა გაასაჯაროონ. მოვითხოვთ ამ კომპანიის ჩახსნას, რაც რამდენიმე თეთრით დენის ტარიფის შემცირებას უზრუნველყოფს.

ასევე მეორე საკითხია, რომელიც უკავშირდება ლარის გაუფასურებას და ამიტომაც მოხდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, თუმცა, ესეც პირდაპირ დაკავშირებულია რუსი ოლიგარქის პოლიტიკასთან, ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან და ვხედავთ, ლარი გააკუპონეს. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს ის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე, ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს – 14 თეთრი. წერილს შეიტანს ანტიკორუფციული მოძრაობა და მოვითხოვთ სემეკისგან სხდომის დანიშვნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტის საჯაროობა, რომლითაც უჩა მამაცაშვილი იპარავს მილიონებს. პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

2022-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

,,ადამიანი სუსტი არსებაა და გმირობა ყველას არ უნდა მოსთხოვო“ – ანა კორძაია-სამადაშვილი (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ტრამპი: ჩვენი ღირსება, სიძლიერე, მთავრდება და ნადგურდება – ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სუსტს ვნახავდი

მსგავსი სტატიები

შსს-მ 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმა

შსს-მ 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმა

26 ივლ 2018
2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება ქართველ კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება ქართველ კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2020

„ყველაზე მაღალი თმენის ვალდებულება პრემიერს აქვს და მან ეს აჩვენა გუშინ“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge