NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სერგი კაპანაძე: საქართველოს უკვე დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს

სერგი კაპანაძე: საქართველოს უკვე დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს

21 იან 2022 პოლიტიკა 260 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკვე დიდი ხანია, რომ საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს ქვეყანას, – ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში გაცნობიერებული აქვთ არსებული საფრთხეები, თუმცა მიაჩნიათ, რომ უკრაინის თემაზე განცხადება არ უნდა გააკეთონ, რაც „ძალიან მცდარია“.

„მე არ მგონია, რომ გაცნობიერებული არ აქვთ ის საფრთხე, რომელიც არსებობს, მაგრამ შეიძლება ეს საფრთხე გაცნობიერებული გქონდეს და მიგაჩნდეს ძალიან მცდარად, რომ პირიქით, ახლა უნდა დავუყვავო, ბაბაია დავუძახო და საერთოდ განცხადება არ გავაკეთო. აქ არის, ჩემი აზრით, სტრატეგიული პრობლემა.

დიდი ხანია უკვე, რომ საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს ქვეყანას. ბევრი მიზეზი აქვს ამას, მათ შორის ის, რომ ერთი კაცი მართავს ქვეყანას, სხვა ღირებულებები აქვთ. ეს არის მოცემულობა, სამწუხაროდ. მე არ მახსოვს, რომ სადმე ვყოფილიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე და დანანებით ჩვენს მეგობრებს არ ეთქვათ, რომ ეს რა უბედურება მოგივიდათ საქართველოში, რომ აღარ ხართ საერთოდ არსად“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი რაციონალურად არ მოქმედებს და შეიძლება მას უბრალოდ ყველაფრის ფასად საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

„პუტინს შეიძლება უბრალოდ უნდა, რომ ყველაფრის ფასად აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ყველაფრის ფასად უკრაინის სუვერენიტეტი დაამხოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწორის მეორე პინაზე რა დევს. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური ლიდერისთვის ადამიანის სიცოცხლის რაოდენობა არის გადამწყვეტი, შეიძლება არ უღირდეს, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს, მაგრამ მას შეიძლება აინტერესებდეს ფინანსური სანქციები, ეკონომიკური დარტყმა და ა.შ.”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა არ არის დიდი ეკონომიკა და დასავლეთის მხრიდან მისი საერთაშორისო საფინანსო პროცესებიდან სრული იზოლირება შეიძლება „მომაკვდინებელი დარტყმა“ აღმოჩნდეს რუსეთისთვის.

„მე როგორც ვხედავ, სტრატეგია, რომელიც აქამდე დასავლეთს ჰქონდა იყო, რომ არ ესაუბრა კონკრეტულ სანქციებზე და ესაუბრა უფრო ზოგად და მუქარის შემცველ დაპირებაზე, რომ აქამდე უნახავ დარტყმას მიიღებო. ისე თეორიაში ცნობილია, რა სანქციებზეცაა საუბარი და მენიუ საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი არის „სვიფტიდან“ გათიშვა, ასევე, ამერიკამ დაიწყოს ჩანაცვლება ნავთობპროდუქტების მიწოდების ევროპაში რუსეთის ნაცვლად. ეს არის ეკონომიკური პროცესებიდან გათიშვა, მთლიანად იზოლირება რუსული კომპანიების საერთაშორისო სესხებიდან, გრანტებიდან და საერთაშორისო საფინანსო პროცესებიდან, რომელიც უბრალოდ მომაკვდინებელი დარტყმა შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც არ დაგვავიწყდეს, რომ არ არის დიდი ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკის სრული კაპიტალიზაცია რომ აიღო, სულ არის ფინეთის და ჰოლანდიის დარი.

ამ შემთხვევაში პუტინი არ იქცევა რაციონალურად, თუმცა ეკონომიკურ დიდ პაკეტს თუ დაემატება პერსონალური და ფინანსური სანქციები, ანგარიშების გაყინვით გაგრძელებული და თუ ამას თან დაემატება შეიარაღებული უკრაინა, რომელიც იომებს და მსხვერპლი დაემატება, რა თქმა უნდა, მერე შემოდის დროის ფასი. რუსეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც თავის დროზე ჰიტლერის გერმანია იქცეოდა. ბლიცკრიგი თუ არ გამოდის, დიდხნიანი ომი არ არის ის, რისთვისაც აკეთებს ამას რუსეთი. პუტინს უნდა მყისიერი წარმატება, ოღონდ ეს კი არ უნდა მარტო, მთავარი, რაც მას უნდა არის დასავლეთის დესტაბილიზაცია. უკრაინა, როგორც პრიზი, უფრო პატარა პრიზია, ვიდრე დესტაბილიზებული და გაყოფილი დასავლეთი, დასავლეთი, რომელიც ერთმანეთში კინკლაობს, რომელიც ჩხუბობს იმაზე, როგორი უნდა იყოს სტრატეგია, რომელიც ვერ თანხმდება, იარაღი მიცენ თუ არ მიცენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

სერგი კაპანაძე 2022-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags სერგი კაპანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზელენსკი: მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები

შემდეგი სტატია

ბაიდენის განცხადება, შოკირებული კიევი და კრიტიკა მთელი მსოფლიოდან – რატომ ვერ გახდება დიდი ხანი უკრაინა NATO-ს წევრი

მსგავსი სტატიები

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების გაწყვეტაზე განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების გაწყვეტაზე განკარგულებას ხელი მოაწერა

17 სექ 2018
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2021
უნდათ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ – ვოლსკი ოპოზიციის მიერ TBC ბანკზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება

უნდათ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ – ვოლსკი ოპოზიციის მიერ TBC ბანკზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge