NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და საერთაშორისო დაგმობამდე

რუსეთს შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და საერთაშორისო დაგმობამდე

21 იან 2022 საინტერესო 609 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნისდა ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები და ამ საკითხებზე მოლაპარაკებები არ იქნება.

„მე სერგეი ლავროვს გარკვევით განვუცხადე, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები. ეს საკითხები მოიცავს იმას, რომ არ უნდა დაბრკოლდეს უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებები, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობა არ იქნება”, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას.

„მიმაჩნია, რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას. ასე რომ, რუსეთი ახლა დგას არჩევანის წინაშე: შეუძლია აირჩიოს დიპლომატიის გზა, რომელიც მიდის მშვიდობასა და უსაფრთხოებამდე, ან გზა, რომელიც მიდის კონფლიქტამდე და სერიოზულ შედეგებამდე და საერთაშორისო დაგმობამდე”, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიპლომატიური პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, ახლა ბატონ ლავროვს უკეთ ესმის ჩვენი პოზიცია და პირიქით. დღევანდელი განხილვა ამ მხრივ სასარგებლო იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონი ლავროვი და მე შევთანხმდით, რომ დიპლომატიური პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

დღევანდელი შეხვედრისგან გარღვევებს არ ველოდით, თუმცა მჯერა, ახლა ერთმანეთის შეშფოთებების და პოზიციების გაგების კუთხით ცხად გზას ვადგავართ. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი დღეები“,- აღნიშნა ბლინკენმა.

კომენტარები

TOP 2022-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ლავროვი: რუსეთის მიერ შეთავაზებული “უსაფრთხოების გარანტიები” NATO-ს ჯარების ბულგარეთიდან და რუმინეთიდან გასვლას ითვალისწინებს

შემდეგი სტატია

“მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა…”- შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა სურს

მსგავსი სტატიები

Samsung Galaxy S20 პრეზენტაცია საქართველოში!

Samsung Galaxy S20 პრეზენტაცია საქართველოში!

ირაკლი შალიკაშვილი 26 თებ 2020

ალბომის ყდებზე, ცნობილი ადამიანები კატებად, რომ ჩავანაცვლოდ…

14 დეკ 2017

Quoting, Paraphrasing, & Summarizing

23 მაი 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge