NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა

21 იან 2022 პოლიტიკა 236 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა – საჭიროა მეტი პრინციპულობა მსოფლიოს მხრიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული , – ასე შეაფასა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესაძლებლობა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალურია და კრემლი უკრაინას უბიძგებს ამ საომარ დაპირისპირებაში ჩააერთოს, ხოლო მსოფლიო უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო ვერ დატოვებს.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რუსეთს არ აწყობს უკრაინასთან შეჭრის შემთხვევაში, დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს, არამედ სურს, „მოკლევადიანი, სისხლიანი დაშანტაჟებით მსოფლიო გონს მოიყვანოს“.

„ის, რომ მეორე რაუნდი აუცილებელი გახდა ასე სასწრაფოდ, ერთ თვეში მეორეჯერ დაინიშნა ჟენევაში მაღალი დონის დიპლომატების შეხვედრა, ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია კარგი არ არის და საჭიროა პირისპირ დალაპარაკება. არსებობს კომუნიკაციის უამრავი ფორმა, სადაც შეიძლება ვერ შეთანხმებული პოზიციები, მაგრამ ნათქვამი, უკვე ტელეფონით ყოფილიყო განახლებული. ის, რომ პირისპირ უწევთ შეხვედრა, ეს კრიზისის ნიშანია და ამას სჭირდება პირისპირ, სერიოზული დალაპარაკება. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი შანტაჟზეა, არმია პირდაპირ ციმბირიდან მოჰყავს დემონსტრაციულად, არ მალავს ამას და აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მის განსამუხტავად ხდება დღეს ეს ყველაფერი, რადგან უკრაინას სხვა გამოსავალი არ ექნება, ის ჩაერთოს იმ საომარ მოქმედებებში, რომელიც შეიძლება რუსეთმა წამოიწყოს. სხვა გზას არ უტოვებს უკრაინას და მსოფლიო ვერ მიატოვებს უკრაინას, სულ ცოტა მხარდაჭერა, იარაღით იქნება თუ სხვა სამხედრო პოზიციები, საჭირო იქნება. ეს არ იქნება აგვისტოს 5 – დღიანი ომი, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი, დამქანცველი ომი ყველასთვის, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება.

იმედია ეს არ გადაიზრდება უფრო ფართომასშტაბიანში, რუსეთსაც არ აწყობს ეს, მას უნდა მოკლევადიანი, სისხლიანი დაშანტაჟებით მსოფლიო „გონს მოიყვანოს.“ შეწყვიტონ საუბარი სანქციებზე, შეარჩინონ ყირიმი, უკრაინა და ის ყველაფერი, რასაც ის ითხოვს. ალბათ, სახის გადარჩენის მომენტით, რომ აუცილებლად გაფართოვდება ნატო, მიიღებენ უკრაინას და საქართველოს, მაგრამ ამ განცხადების გარდა არაფერი უნდა იყოს, – დაახლოებით ამაზე აქვს გათვლა დღეს რუსეთს და საჭიროა მეტი პრინციპულობა მსოფლიოს მხრიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული ამ მსოფლიოში.

რუსეთი ასეთი არაადეკვატური არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთი რაღაცით უნდა დააკმაყოფილო, მინიმალური რაღაცებით და მგონია, რომ აქ არის დასავლეთის შეცდომა, ისინი ცდილობენ რუსეთი დააშოშმინონ იმ იმედით, რომ რუსეთი ახლა დამშვიდდება და 5-6 წელი მაინც რაღაც პრობლემები არ გვექნება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს და პოზიციას მიმდინარე, მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებზე, პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დამალვის პოლიტიკას აწარმოებს.

მისი თქმით, მისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების დუმილი, რადგან მას აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ უკავია.

„ეს არის სამარცხვინო სიტუაცია, როდესაც დამალვის პოლიტიკაა. დღეს შეხვდა პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს და იმედია, რაღაცაზე ილაპარაკეს, უფრო მეტად წარმატებულზე. საქართველოს დუმილი და დამალვა არის გამაოგნებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს და რუსეთს ახარებს, ჩვენთან არ არის დემოკრატია. რუსეთს არ ეშინია ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების, არამედ ეშინია დემოკრატის, არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ რამე დაანგრევს რუსეთს, ეს არის დემოკრატია. ამიტომ, ებრძვის თავის სახელმწიფოში და მის გარეთ დემოკრატიას. არ მომწონს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პოზიცია არ უკავია. ახლა უნდა იყოს მუდმივი ლაპარაკი უკრაინასთან ერთად, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნატო-ს წინააღმდეგ ასეთი განცხადებები, ჩვენ მკაფიოდ მომხრე ვართ ნატო-სი და მოვითხოვთ არა მარტო ბუქარესტის რეზოლუციის დატოვებას, არამედ დავიწყოთ მუშაობა მაპ-ის მიღებაზე. ეს არ გამოვა, მაგრამ უკრაინა ამაზე სულ ლაპარაკობს, ჩვენ ხმას არ ვიღებთ. საჭიროა ერთად ლაპარაკი ამაზე, მუდმივი ჩასვლა ბრიუსელში, ვაშინგტონში, სადაც ნატო-ს საკითხები გვარდება. მუდმივად საჭიროა დუღილის ტემპერატურა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის შეტევა, რასაც ახორციელებს რუსეთი ნატო-ს და დასავლეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ბრძოლაში ჩართული არ ვართ, მეტიც, ვანგრევთ ყველა იმ ფუნდამენტს, რაზეც დემოკრატია ეფუძნება“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

TOP პაატა ზაქარეიშვილი 2022-01-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პაატა ზაქარეიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შეხვედრა ელზა ახვლედიანთან – გაბრიელ გარსია მარკესის პირველ მთარგმნელთან საქართველოში (ვიდეო)

შემდეგი სტატია

თუკი რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა – თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის

მსგავსი სტატიები

„ქართულმა ოცნებამ“ ბეჭედი დაარტყა პრეზიდენტის სიტყვას“

„ქართულმა ოცნებამ“ ბეჭედი დაარტყა პრეზიდენტის სიტყვას“

03 მაი 2018
პარლამენტის წევრებმა პროექტ  „წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018″  დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის წევრებმა პროექტ  „წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018″  დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

სოსო ელისაშვილი 11 მარ 2018
„ივანიშვილმა უკან დაიხია“ – ოპოზიცია პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის გადადებას ეხმაურება

„ივანიშვილმა უკან დაიხია“ – ოპოზიცია პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის გადადებას ეხმაურება

27 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge