დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება. თუ რაიმე ისეთი სამუშაო არ იქნება, რომელიც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ადამიანებისთვის.
როგორც კალაძე განმარტავს, ვარკეთილის განახლებული მეტრო ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დაგვიანების მიზეზად კი პრობლემების დეტალური გამოკვლევა დაასახელა.
კომენტარები