NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ზელენსკი: მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები

ზელენსკი: მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები

21 იან 2022 მსოფლიო 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულგანცხადებას გამოეხმაურა.

ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა” და “პატარა ერები”.

,,მინდა, შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული. ამას ვამბობ, როგორც დიდი ძალის პრეზიდენტი“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა 19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთი ”პასუხს აგებს, თუ უკრაინაში შეიჭრება, და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ის“. მან ასევე დასძინა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.

„თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება ხელახალი შეჭრა, რასაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

კომენტარები

TOP ვლადიმერ ზელენსკი 2022-01-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ვლადიმერ ზელენსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუკი რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა – თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის

შემდეგი სტატია

სერგი კაპანაძე: საქართველოს უკვე დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს

მსგავსი სტატიები

იერუსალიმში მორწმუნეებმა მაცხოვრის გარდამოხსნის ქვაზე უკრაინის დროშა გაშალეს!

იერუსალიმში მორწმუნეებმა მაცხოვრის გარდამოხსნის ქვაზე უკრაინის დროშა გაშალეს!

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022
ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2021
ბილეთების დაჯავშნის სისტემამ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირითადია ავიაკომპანიებისთვის რუსეთთან შეთანხმება გაწყვიტა

ბილეთების დაჯავშნის სისტემამ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირითადია ავიაკომპანიებისთვის რუსეთთან შეთანხმება გაწყვიტა

ნინო ჩხეიძე 03 მარ 2022

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge