NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ

დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ

20 იან 2022 სამართალი 359 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ ერთად ცდილობენ სახელმწიფო დააზიანონ.

„დღეს, წალენჯიხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია.

ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

დღეს, უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით შედგება და ეს არ იქნება პარტიული და პოლიტიკური თანამშრომლობა.

„წალენჯიხაში როგორ იქნება ურთიერთობა, ამას თვითონ გადაწყვეტენ, პარტიული ურთიერთობა არ იქნება, მერს აქვს თავის ბიუჯეტი, თუ რამეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და წალენჯიხელების საკეთილდღეოდ, ასეთ შემთვევაში მხარდაჭერა ბუნებრივია ექნება, ჩვენ ასეთ საკითხებში რაიმე პოლიტიკურ ხაზს არ ვავლებთ, ოღონდ ეს არის თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებში და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური და პარტიული,“- განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა საკრებულოში უკვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ ალიანსში არიან.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ გახარიას პარტიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, იგივე იქნება ყველგან. გახარიას პარტიას ძალიან უნდოდა რომ შეენიღბა თავის ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ სხვადასხვა საკრებულოებში ვხედავთ, რომ ეს ალიანსი კიდევ უფრო მკაფიო ხდება,“- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

2022-01-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის

მსგავსი სტატიები

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციას მოზარდების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციას მოზარდების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

19 მაი 2018
საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედნტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედნტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსიტიციის სამინისტრომ გადასცა სახელმწიფო ინსპექტორს, ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ეს უწყვეტი კადრები

ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსიტიციის სამინისტრომ გადასცა სახელმწიფო ინსპექტორს, ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ეს უწყვეტი კადრები

ირაკლი შალიკაშვილი 21 იან 2022

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge