NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გრიგოლ გეგელია: ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენც გვეხება

გრიგოლ გეგელია: ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენც გვეხება

20 იან 2022 პოლიტიკა 234 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენც გვეხება – ძალიან ხშირად არის განცდა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, არის იქ მიმდინარე ამბავი, რომელსაც არ აქვს რელევანტურობა ჩვენთვის. ახლა უკრაინაში მიმდინარე ძალიან მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, პირდაპირ აისახება ჩვენზეც, – ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესაძლებლობა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი.“

მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ხმა მსოფლიოში დაკარგულია.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, გვეხება ჩვენც. ძალიან ხშირად არის განცდა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, არის იქ მიმდინარე ამბავი, რომელსაც არ აქვს რელევანტურობა ჩვენთვის. ახლა უკრაინაში მიმდინარე ძალიან მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, პირდაპირ აისახება ჩვენზეც. საქართველოს სახელმწიფოს და ყველა ჩვენგანს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი როლი შესატანი. საქართველოს უნდა გააჩნდეს პროაქტიური, სუვერენული ხმა და ნება, ეს უნდა ჩანდეს, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში არ ჩანს. ჩვენ ვართ მიჩქმალული და ჩაკარგული, რადგან ეს ხელისუფლება დუმილს ეძახის მშვიდობას. მე ვარ ბევრად უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრე, ვიდრე ამ ხელისუფლების პირობებში არის.

დასავლეთის პოლიტიკური ნება არის მკაფიო, ცალსახა, რომ საქართველო და უკრაინა იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები ნატო-სთან მიმართებაში, რომ ეს არ იქნება მესამე მხარე, – რუსეთი არ გადაწყვეტს ჩვენ შევალთ თუ არა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სამხედრო კავშირში. არავინ აპირებს გადახედოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებებს, საქართველო ინარჩუნებს თავის სუვერენულ უფლებას, გახდეს ნატო-ს წევრი და დარწმუნებული ვარ, გავხდებით მისი წევრი, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ-ს მხრიდან შესაძლო სანქციების სიმძიმეს, რუსეთი აუცილებლად გაითვალისწინებს.

„რუსებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა ტიპის შესაძლო სანქციები შეიძლება იქნას გამოყენებული მათ წინაღმდეგ. თუ იმ სანქციებს შევხედავთ, რომელიც ახლა არის მოაზრებული რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დავინახავთ ბევრად მკაცრ ზომებს, ვიდრე მართლა ოდესმე ყოფილა მიღებული. რუსეთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა ტიპის სანქციას გაუძლოს. ჩვენ გვახსოვს, რუსეთი არაერთხელ მძიმედ დაზარალებული ამა თუ იმ სანქციის კვალდაკვალ და იმედია, ამ სანქციების ეკონომიას გაითვალისწინებს რუსეთი. რადგან სანქციები ძალიან მკაცრი არის, ამას ექნება თავისი წილი პოლიტიკური ეფექტიც“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

TOP გრიგოლ გეგელია 2022-01-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გრიგოლ გეგელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რადოსლავ სიკორსკი: ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, იმ ენით, რა ენაც გესმით – უთქვენოდ არ დავობლებულვართ, ჩვენი „მამიკო“ კი არა, სერიული მოძალადე იყავით

შემდეგი სტატია

ლადო ხინჩეგაშვილის ფოტოები ნიუ-იორკიდან

მსგავსი სტატიები

დენის შმიგალი: ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის დროს გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით

დენის შმიგალი: ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის დროს გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2021
გაერთაინებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ჰოლანდიის ელჩს შეხვდა

გაერთაინებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, ჰოლანდიის ელჩს შეხვდა

05 თებ 2019

“ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ემოციური, პატრიოტული და ინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის”

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge