NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რატომ არის უკრაინა აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი?! – ბლინკენი კიევში ჩავიდა

რატომ არის უკრაინა აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი?! – ბლინკენი კიევში ჩავიდა

19 იან 2022 ახალი ამბები, საზოგადოება 210 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზე – რუსეთიდან უკრაინის მიმართ მომდინარე საფრთხის შეფასების მიზნით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემგზავრა და უკვე კიევში იმყოფება.

ენტონი ბლინკენი დღეს კიევში შეხვედრებს შეერთებული შტატების საელჩოდან დაიწყებს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

კიევში ვიზიტის წინ კი ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან გამართა სატელეფონო საუბარი. ის ლავროვს ჟენევაში 21 იანვარს შეხვდება და რუსულ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის,
მათ შორის, შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატოს თანამეგობრობის წევრები,” – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში ბლინკენის კიევში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო 30 წელიწადში რუსეთი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში შეიჭრა.

“ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს რუსეთთან მომდევნო დღეებსა და კვირებში დავაყენებთ,” – წერია განცხადებაში.

თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია.

“ბევრი ამერიკელი სვამს შეკითხვას, რატომ ვართ უკრაინაზე ფოკუსირებულები, რატომაა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელობის – ეს ქვეყანა ხომ ჩვენგან ნახევარი მსოფლიოთია დაშორებული. პასუხი ასეთია – უკრაინა თავისთავად მნიშვნელოვანია და ჩვენ წლებია მტკიცედ ვდგავართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე – ესაა ფორმულა, რომელსაც დაუსრულებლად ისმენთ. თუმცა ეს გაცილებით დიდი საკითხია, ვიდრე უბრალოდ საკითხი უკრაინა, რადგან რაც ახლა ხდება არის ის, რომ გყავს ერთი ქვეყანა, რუსეთი, რომელიც თავისი ქმედებებით გეუბნება, რომ მას უბრალოდ შეუძლია შეცვალოს მეზობლის საზღვარი ძალის გამოყენებით, გეუბნება რომ მეზობლის ნაცვლად თავად გადაწყვეტს თუ რა შედეგები დადგება, თუ ვისთან იქნება ასოცირებული ესა თუ ის სახელმწიფო. გყავს ქვეყანა, რომელიც გეუბნება, რომ ყველაფერი არა კონკრეტული სახელმწიფოს ხალხის, არამედ მათ ნებაზეა დამოკიდებული და და რომ გავლენების სფეროს ქონა ნორმალურია. თუ ამას დაუსჯელად დავტოვებთ, ვფიქრობ ძალიან დიდ პანდორას ყუთს გავხსნით, რაც უკრაინას გასცდება. რუსეთის გარდა კიდევ არსებობს ბევრი ავტოკრატიული ქვეყანა, ვინც იტყვის, რომ ისინიც ასე მოიქცევიან. ეს არის კონფლიქტის, ქაოსის, ადამიანების ტანჯვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის რეცეპტი. აი ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი, და ეს ვრცელდება ყველაზე, მაიდნიდან დაწყებული რიგით ამერიკელებამდე,” – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რაც შეეხება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მისი განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

“ძალიან კარგად მახსოვს ბუქარესტის სამიტი, პირადად ვესწრებოდი მას 2008 წელს, როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. საიდუმლო არ არის, რომ საკითხზე შეხედულებები განსხვავებული იყო, თუმცა ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ამ გადაწყვეტილებაზე, რაც გულისხმობს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, თუმცა ჩვენ არ დაგვიწესებია კონკრეტული ვადები და წევრობის სამოქმედო გეგმა. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმები და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე კონცენტრაცია.

რაც შეეხება ვითარებას უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული საფრთხე კვლავ რეალურია. გრძელდება საბრძოლო ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ათიათასობით რუსი სამხედროს მობილიზაცია, რასაც მოსკოვის მუქარის შემცველი რიტორიკაც ემატება, რომ მათ აქვთ გარკვეული პირობები და მათ შეუსრულებლობას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუმცა ჩვენი გზავნილი ნათელია – უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს,” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

2022-01-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია

შემდეგი სტატია

მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან

მსგავსი სტატიები

პრემიერი: რამდენიმე მოსამართლეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა ჩვენს გუნდშიც

პრემიერი: რამდენიმე მოსამართლეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა ჩვენს გუნდშიც

23 თებ 2018
ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან – “ოცნების” თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

ივანიშვილის შეხვედრა პატრიარქთან – “ოცნების” თავმჯდომარე ილია მეორეს სამების ტაძრის მოხატვის სრულ დაფინანსებას დაპირდა

სოსო ელისაშვილი 11 აპრ 2019

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განიხილავს 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge