NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხვიჩია: რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ …

ხვიჩია: რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ …

18 იან 2022 პოლიტიკა 271 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს და მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია – ეს ხალხი სულ დევნილის სტიგმის ქვეშ იქნება, მინდა, ეს ხალხი გამოვიდეს აქედან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დევნილების პრობლემებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილებს აფხაზეთში საკუთრების რეგისტრაციის და გასხვისების უფლება უნდა მიეცეთ.

„რასაც ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ საკუთარი ქონების, რომელიც აფხაზეთში აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის საშუალებას არ ვაძლევთ. ადამიანებს იქ ქონებები აქვთ, მაგრამ დღეს, ჩვენ იმის აღრიცხვაც კი არ დაგვიწყია, ვისი რა არის. შეგვიძლია დავარეგისტრიროთ და გასხვისების საშუალება დავუშვათ. ჯერ ჩვენ ვაღიაროთ მათი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რუსებმა რომ წაართვეს.

უფრო ძვირი ეღირება აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი ქონებების რეგისტრაცია რომ დაიწყოს. ქონებას ფასი მიეცემა. ჩვენ ეს პოლიტიკურ საკითხად გვაქვს ქცეული და უბრალოდ ბლოკადაში გვყავს რუსი ოკუპანტები მოქცეული, ამის გამო ვაკეთებთ ამას – ჩვენს მოქალაქეებს ქონებას არ ვურეგისტრირებთ.

რაც შეეხება მშენებლობას, მე არ მითქვამს, ვიღაცამ რაღაცა არ ააშენოს – მეთქი, ოღონდ აქაც პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის გაჭირვება, ჩვენ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს არასამართლიანია, მართლა არასამართლიანია. 50 წლის მერე უფრო არასამართლიანი იქნება და ეს ხალხი სულ ამ სტიგმის ქვეშ იქნება – დევნილის სტიგმის ქვეშ. მე მინდა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს აქედან. ეს ხალხი თბილისელები არიან, 30 წელია აქ ცხოვრობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, დევნილების უდიდეს უმრავლესობას „დასახმარებელი არაფერი სჭირს“

„მართლა შეთანხმება თუ გინდა ადამიანებთან, წინადადებით უნდა მიხვიდე, გირეგისტრირებ შენს სახლს იქ, შეიძლება იქაც გაიყიდოს, გაძლევ ამის გასხვისების უფლებას, მე არ ვიცი იქ რა ვაჭრობა, რაღაცა მიდის, მაგრამ მე გაძლევ ამის უფლებას და პარალელურად რითაც შემიძლია – აგერ მიწის ფართი გინდა, მინიმალური აშენება, გავისტუმროთ ამ ხალხის ვალი. ჩვენ ხომ ახლა საერთოდ სხვა ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ არაფერი არ დაგვიშავებია იმ ომში, დღეს ფიზიკურად ვამბობთ, რომ სულ როგორ უნდა იყოს ეს ხალხი დევნილის სტატუსის ქვეშ და სულ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ, უბრალოდ ყველა მხარისთვის შეურაცხმყოფელია, არაფერი არ ჭირს მათ უდიდეს უმრავლესობას დასახმარებელი.

ეს ხალხი მინდა იყოს ჩემნაირი საქართველოს მოქალაქე, მეც ვარ ჩამოსული სამეგრელოდან რაღაც ასაკში, ის ადამიანებიც რაღაც ასაკში ჩამოვიდნენ თბილისში. რადგან ჩემსავით თავისი ნებით ამ ჩამოსულან, რითაც შეგვიძლია, რა უძრავი ქონებაც აქ გვაქვს და გვაქვს უამრავი უძრავი ქონება, ამ ხალხს გამოვუყოთ, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ და აღარ ვეძახოთ დევნილები და ასევე მივცეთ საშუალება საკუთარი ქონების, რომელიც ჰქონდათ იქ, რომელიც იძულებით წაართვეს, ჩვენც კი ნუ ვართმევთ, ჩვენ დავეხმაროთ, რომ მსოფლიოს აჩვენოს, აფხაზეთში მას ქონება აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

TOP იაგო ხვიჩია 2022-01-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იაგო ხვიჩია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცოტნე კობერიძე: ეს პოსტი ცალსახა აღიარებაა, რომ საბჭოთა მოდელით იმართება ქვეყანა

შემდეგი სტატია

გიგი თევზაძე: კულტურის სამინისტროს ჰყავდა ძალიან კარგი მინისტრებიც, ძალიან ცუდი მინისტრებიც, მაგრამ წულუკიანისნაირი არავინ არ ჰყოლია

მსგავსი სტატიები

მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი  და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი შალიკაშვილი 13 სექ 2019

„ყარაჯალაში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს“

21 ოქტ 2017
” დღეს თალაკვაძის პირიდან ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, გამონათქვამი, “არასისტემური ოპოზიცია”. “არასისტემური ოპოზიცია”, ეს არის წმინდა რუსული კლიშე”

” დღეს თალაკვაძის პირიდან ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, გამონათქვამი, “არასისტემური ოპოზიცია”. “არასისტემური ოპოზიცია”, ეს არის წმინდა რუსული კლიშე”

ნინო ჩხეიძე 08 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge