NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სარჯველაძე: დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ …

სარჯველაძე: დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ …

17 იან 2022 პოლიტიკა 282 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პრობლემებს და მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

სარჯველაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სენსიტიურ საკითხებზე სწორი შეფასებები უნდა გაკეთდეს.

“ობიექტურობა მოითხოვს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი იქნას მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები: “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად და მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი თუ ინტენსივობა. თუმცა, ამის მიუხედავად რჩება გადაუწყვეტელი პრობლემები, რაც მოითხოვს მუშაობას და პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, განპირობებულია მნიშვნელოვანწილად იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული. ამ ფონზე, რა მოცემულობაც გვაქვს, მე ძალიან ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოავლინა მზადყოფნა მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ქირით გადაყვანა და შემდეგ პრიორიტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც იმ მიზეზების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, რაც მხედველობაშია მისაღები, ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება, ეს ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას მოწოდებას, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს არა მარტო აკვირდებიან, არამედ კოორდინაციაში არიან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

კომენტარები

დევნილები მიხეილ სარჯველაძე 2022-01-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დევნილები მიხეილ სარჯველაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილი: ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს

შემდეგი სტატია

სემეკთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

მსგავსი სტატიები

„გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული“

„გამარტივებული სავაჭრო ურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული“

03 ნოე 2017
კვლევებით ტოპლიდერებს შორის ვარ – ჩემი რეიტინგი ძალიან მაღლა ავიდა და დავით ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას მიუახლოვდა

კვლევებით ტოპლიდერებს შორის ვარ – ჩემი რეიტინგი ძალიან მაღლა ავიდა და დავით ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას მიუახლოვდა

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივლ 2020
კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც

კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge