NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლაშა ბაქრაძე: დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემს პასუხს სამინისტროს განცხადებაზე

ლაშა ბაქრაძე: დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემს პასუხს სამინისტროს განცხადებაზე

17 იან 2022 კულტურა 284 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ყურადღებისა და ინტერესისთვის. დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემს პასუხს სამინისტროს განცხადებაზე. ჟურნალისტებსაც ვთხოვ, ცოტა ხანი მაცალონ.

მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან “სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა” აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით. რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ, რომ კოვიდის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო”, – წერს ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელიც ეხება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის წიგნს, სადაც ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

„2021 წლის 31 დეკემბრიდან სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც.

ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა.

სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ლაშა ბაქრაძე 2022-01-17
ნინო ჩხეიძე
Tags ლაშა ბაქრაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სემეკთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

შემდეგი სტატია

” ნაციონალური მოძრაობა”: ზურაბ აზარაშვილმა და დავით ფაცაციამ დაკავებული თანამდებობები დატოვონ

მსგავსი სტატიები

ალექსი ჯაყელი: დადგით ქართული პატრიოტული პიესები. თუ თქვენ არ გინდათ მე დამადგმევინეთ. ერთხელ კიდევ მათქმევინეთ, რომ რუსეთის იმპერია …

ალექსი ჯაყელი: დადგით ქართული პატრიოტული პიესები. თუ თქვენ არ გინდათ მე დამადგმევინეთ. ერთხელ კიდევ მათქმევინეთ, რომ რუსეთის იმპერია …

ნინო ჩხეიძე 25 აპრ 2022
ლილი ფოფხაძე – გივი, სახელად ჯუმბერი

ლილი ფოფხაძე – გივი, სახელად ჯუმბერი

ნინო ჩხეიძე 16 მარ 2021

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე BASSIANI / HOROOM-ის ღამე გაიმართება

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge