NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თურნავა: რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან

თურნავა: რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან

17 იან 2022 ბიზნესი 272 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ იქნება მიმზიდველი საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ზონები და რა უპირატესობა გააჩნია მას სხვა ქვეყნებთან. როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დაინტერესებულ კომპანიებს ქვეყანა მათთვის მიმზიდველ, გარკვეულ სპეციალურ რეჟიმს შესთავაზებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

„საერთაშორისო ფინანსური ცენტრების შექმნა ძალიან კარგი საშუალება იქნება საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომ დარეგისტრირდნენ საქართველოში, გადმოიტანონ საქმიანობა ამ ზონებში. ეკონომიკისთვის ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და არა მარტო უცხოური, ადგილობრივიც, რადგან ასეთ ზონებს წინ უსწრებს აქტიური დეველოპმენტი ამ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე გარდა იმისა, რომ სპეციალური რეჟიმი უნდა ამოქმედდეს სამართლებრივი, ფისკალური, რეგულატორული, ასევე უნდა გაშენდეს მაღალი კლასის საოფისე თუ საცხოვრებელი ფართები. ეს დამატებითი ინვესტიციებია. ასევე, მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტია ჩვენი მოსახლეობის დასაქმება. ამ ზონების მომსახურებას განსაკუთრებით ბევრი კადრი სჭირდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და IT ტექნოლოგიები, სხვადასხვა სახის კომუნალური მომსახურება და ა.შ. ეს იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საქართველოს დააპოზიციონირებს როგორც ფინანსურ საერთაშორისო ჰაბს და შექმნის მაღალკვალიფიციურ პროფესიებზე მოთხოვნას“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით გარკვეული უპირატესობები გააჩნია.

„რატომ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ზონები იქნება წარმატებული და მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის? – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვართ სტრატეგიულად განლაგებული. თუნდაც დროითი სარტყელი, რომელიც საქართველოში მოქმედებს არის ისეთი, რომ ერთდროულად შეიძლება ეს ზონა მოემსახუროს როგორც აზიურ, ასევე ევროპულ ფინანსურ ბაზრებს, რაც მნიშვნელოვანია ამ ტიპის საქმიანობაში. ასევე მნიშვნელოვანია როგორც მაკროეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა, ის რეფორმები, რაც საქართველოში გატარდა. საქართველო პოზიციონირებს როგორც დასავლურ მოდელზე ორიენტირებული ბიზნეს კანონმდებლობის განმავითარებელი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ბევრი სხვა ქვეყნისგან არსებული ბიზნეს კლიმატით გამოვირჩევით. ამას თუ დაემატება ის, რომ საკმაოდ ეფექტურია ჩვენთან ოფისების გადმოტანა და ბიზნესის კეთება იმ თვალსაზრისით, რომ ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ბევრად ნაკლებია თუნდაც კომუნალური მომსახურების ღირებულება, ცხოვრების დანახარჯი და ბიზნესის კეთების ხარჯიც უფრო ნაკლებია, ეს მიმზიდველი იქნება. რატომ ავარჩიეთ გონიო და თბილისი – მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ზონა უნდა იყოს მსხვილ, ურბანულ ცენტრთან ახლოს განვითარებული, უნდა იყოს განთავსებული საერთაშორისო აეროპორტებთან ახლოს. ამავდროულად უნდა იყოს ცალკე კომპაქტური ტერიტორია. საქართველოში ბიზნესის კეთება არის არა მხოლოდ სარფიანი, არამედ, სასიამოვნოც იმიტომ, რომ საერთაშორისო კომპანიებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან სასიამოვნო, ტურისტული გარემო, რომლებსაც დაათვალიერებენ“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თურნავას განმარტებით, ფინანსური ზონა გაითვალისწინებს სამი მიმართულებით სპეციალურ, განსხვავებულ რეჟიმებს – სამართლებრივი, რეგულატორული და ფისკალური.

„ვფიქრობთ, გარკვეულ სპეციალურ რეჟიმს შევთავაზებთ საერთაშორისო კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მათთვის მიმზიდველი იქნება. ამისთვის მოწვეულია Rothschild ჯგუფი. ისინი დაგვეხმარებიან ცვლილებების პაკეტის ჩამოყალიბებაში. მეტ დეტალზე ამის შემდეგ ვისაუბრებ. მუშაობა უკვე იწყება და ვფიქრობ, წლის პირველ ნახევარში სრულად გვექნება ჩამოყალიბებული ეს პაკეტი და მეტი კონკრეტიკა იქნება“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

ნათია თურნავა 2022-01-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ნათია თურნავა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო ლომჯარია : სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემამდე მათი ქირით უზრუნველყოფის დაპირება გასცეს

შემდეგი სტატია

ვოლსკი: ქირის შეთავაზება დევნილებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ …

მსგავსი სტატიები

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის დაჯილდოების ცერემონია!

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის დაჯილდოების ცერემონია!

თამუნა 04 ოქტ 2021
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

თამუნა 26 იან 2022
პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge