საქართველოს ეროვნული გმირის-ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილი-გური ხუნწარია გარდაიცვალა
აქვე გთავაზობთ პატარა ამონარიდს გური ხუნწარიას ინტერვიუდან:
გური ხუნწარია: “ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჰყავდა ორი ქალიშვილი: ქეთევანი (ქეთია) და თამარი, რომელსაც ციცნას ეძახდნენ, რადგან ძალიან პატარა დაბადებულა. ქეთევანს ერთი ქალიშვილი ჰყავს – მეგი, ციცნასაც ასევე – ცირა. მეგის ერთადერთი ვაჟი ვყავარ მე და ცირასაც ასევე – დავითი (დათი). დათის შვილები არ ჰყავს, მე მყავს სამი ქალიშვილი. მეტი შთამომავალი ქაქუცას არ გააჩნია. საერთოდ, ქაქუცას მამას, ქაქუცას გარდა ორი ვაჟი ჰყავდა. ერთი – სვიმონი (სიკო) ქაქუცასთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა, რომელსაც შვილი არ დარჩენია. უფროსი ძმა ზაქარია (შაქრო) ორი ქალიშვილის მამა გახლდათ. ქაქუცას უფროს დას, ანოს ჰყავდა შვილები, ანუ ისინიც ქალის მხრიდან გამრავლდნენ და მეორე დასაც კატოსაც, რომელიც ნატო ვაჩნაძის ძმის ცოლი გახლდათ, ასევე დარჩა შვილები. ამას იმიტომ გიყვებით, რომ რამდენჯერმე წავაწყდი სხვადასხვა გამოცემებში ქაქუცა „ჩოლოყაშვილის შთამომავლების” ინტერვიუებს, არ არსებობს, ქაქუცას შთამომავალი ჩოლოყაშვილის გვარით. ეს ტყუილია!”


კომენტარები