NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობა” ყველაზე არასტაბილური პარტიაა …

რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობა” ყველაზე არასტაბილური პარტიაა …

16 იან 2022 პოლიტიკა 204 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნაში ვხედავთ პრობლემას, ვერც ამ კომისიის არ შექმნაში ვხედავთ პრობლემას, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, მაღალი სტანდარტით არის დაცული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ის სააკაშვილის წინააღმდეგ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის თქმით, არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „სამყარო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ბრუნავს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლომდე მაინც არ არიან კმაყოფილი მისი ქმედებებით და შინაგანად სურთ, რომ გაემიჯნონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს აქტიური დღის წესრიგი, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის ის არსებითი გამოწვევები, რომელიც დაუყონებლივ საჭიროებს გადაჭრას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე არასტაბილური პარტია, სადაც არ იციან რა უნდათ, შესაბამისად, კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესაძლო შესვლის შესახებ.

„რაც შეეხება მათ პარლამენტში ყოფნას, რითაც მათ აქამდე თავი დაგვამახსოვრეს, ეს იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნის დაკვრა, მაგიდებზე ფეხით სიარული და მიხეილ სააკაშვილის წერილების მხატვრული კითხვა. სავარაუდოდ, ისევ ამ რეჟიმში გააგრძელებენ მოღვაწეობას, ამიტომ ცხადია, სასურველია ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ მათ არც ქუჩაში და არც საპარლამენტო საქმიანობის დროს არაფრის უნარი არ აქვთ.

ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც განაპირობა იმ უპასუხისმგებლო, არათანმიმდევრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც ზოგადად არსებობს ამ პარტიაში, რომელიც მათი არაფორმალური მმართველის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არსებობს და ასევე მისი წევრების მხრიდანაც და ეს აშკარად იგრძნობა. შესაბამისად, ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ცხადია, ეს ყოველთვის ძალიან მძიმედ მთავრდება ხოლმე პარტიისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ გაღრმავდება ეს მძიმე კრიზისი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

რატი იონათამიშვილი 2022-01-16
ნინო ჩხეიძე
Tags რატი იონათამიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ეროვნული გმირის-ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილი-გური ხუნწარია გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია: სრულმასშტაბიანი და უმძიმესი სოციალური წარღვნაა ქვეყანაში

მსგავსი სტატიები

რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება

რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება

ირაკლი შალიკაშვილი 07 დეკ 2021
ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე – საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი

ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე – საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2020
ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს

ADB-ის პრეზიდენტმა და გიორგი გახარიამ კოვიდ-19-ის საპასუხო დახმარების პაკეტი განიხილეს

ირაკლი შალიკაშვილი 09 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge