უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივი მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდის. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ შეთავაზებით ჯო ბაიდენს უკვე მიმართეს. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამერიკულმა მხარემ ეს საინტერესოდ აღიქვა. რუსეთის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. საერთაშორისო თანამეგრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. გუშინ, 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
კომენტარები