NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლია კუხიანიძე: …და რა შუაშია ალენ დელონი?

ლია კუხიანიძე: …და რა შუაშია ალენ დელონი?

15 იან 2022 კულტურა 284 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“…სამი კაცი მიყვარს გამორჩეულად ლიტერტურული პერსონაჟებიდან, ავთანდილი, განსაკუთრებით მისი ულაღესი გაცემისათვის: “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოკრეფს კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და უჩანს მღერად”, ბექა ამილახვარი “ზებულონიდან”, წითური და მსუქანი, მაგრამ შინაგანად უმშვენიერესი და უმამაცესი და ალექსანდროს ძმა მიჩინიო, უშიშარი, სულით ფილოსოფოსი.
…და რა შუაშია ალენ დელონი?
ერთი სიტყვით, დელონი როდის არ იყო პოპულარული, მაგრამ მისი ახალგაზრდობა ჩემს ბავშვობას დაემთხვა და მე რომ თვალი გავახილე, კინო შევიყვარე, ის უკვე ის იყო, მეც სიმჩატე და ვარსკვლავების მიმართ “შორით დაგვა” არც ერთ ასაკში არ მქონია, ჩემთვის ის იყო უდავოდ (განსაკუთრებით მისი ნათამაშები როლით “ორნი ქალაქში”) დიდი პროფესიონალი, ადამიანი, რომელშიც ასე ჰარმონიულად იყო შერწყმული მამაკაცური სილამაზე, მომხიბლაობა და ნიჭიერება. ევროპული კინო, განსხვავებით ამერიკულისგან, სულ სხვა ფენომენია და ალენ დელონიც ჩემთვის ევროპული კინოს განსახიერებაც იყო. ახლა კი, როცა საყოველთაო გაუპიროვნება და ფსევდო ლიბერალიზმი მოდური გახდა, უფრო ჩანს, დელონი – კაცია, დასტური იმისა, კაცი იმიტომაა კაცი, ყველგან და ყველა დროში ერთნაირ ღირებულებებს რომ ერთგულებს.
…დედას, რომელიც ძალიან უყვარდა, მისადმი ბავშვობაში გამოჩენილი მოუცლელობა და უყურადღებობა ვერ აპატია. პირველ მეუღლეზე მხოლოდ იმიტომ დაქორწინდა, რომ იგი ბავშვს ელოდა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მთელი მისი ცხოვრების სიყვარულს, რომი შნაიდერს, განშორებისას შავი ვარდების თაიგული და წერილი დაუტოვა: “გიბრუნებ თავისუფლებასა და შენს გულს”, გასცილდა მეუღლეს იმიტომ, რომ მცველთან ღალატი არ აპატია, ქალს, რომელთან ერთად 15 წელი გაატარა, უკვე დაშორებულმა და სხვაზე შყვარებულმა პატივისცემა და თანადგომა იმით დაუდასტურა, როგორც კი გაიგო, რომ საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ყველაფერი მიატოვა, გადადო და ორი კვირა დღე და ღამ მის საწოლს არ მოშორებია, მანამ, სანამ არ გამომჯობინდა. რომის, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ყოველნაირად გვერდით დაუდგა, თავად მისი დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, განშორება კი იმ ცნობილი, არაჩვეულებრივი წერილით გამოხატა, დროს რომ გაუძლებს. აღმერთებდა მარლონ ბრანდოს და უთხრა კიდეც, თანახმა ვარ თქვენთან ვითამაშო, თუნდაც მსახურთუფროსის
როლი ორი სიტყვით, “ვახშამი მზადაა”.
… დელონი არ მორიდებია იმის თქმას, რომ მამათმავლობა არაბუნებრივია, აქ იმიტომ ვართ, ქალები გვიყვარდესო და გადაიმტერა კიდეც თითქმის მთელი საფრანგეთი. არც ის დაუმალავს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრე არ იყო და კიდევ ბევრი რამ, რასაც ზოგი მისი განდიდების მანიით ხსნის,ზოგი საზოგადოების შეგნებული პროვოცირებით, მე და ჩემნაირები კი უბრალოდ იმით, რომ პიროვნებაა, კაცია და სულაც არ ანაღვლებს ე. წ. ლიბერალური საზოგადოება ამას როგორ მიიღებს.
15 წლის წინ ოფიციალურად განაცხადა კინოკარიერის დასრულების შესახებ: მაგიდიდან ადგომა მის ალაგებამდე მიყვარსო.
…ახლა ცხოვრობს მარტოობაში, ყველასგან განშორებული, თავის საყვარელ ცხოველებთან ერთად, საკუთარ სამლოცველოში განსასვენებელი ადგილიც კი მონიშნული აქვს.
“მე ბევრი ვიტანჯე, ზოგჯერ ვცდებოდი კიდეც, მაგრამ მე მიყვარდა”, ასე აფასებს დელონი თავის ცხოვრებას.
“ყველაფერი ვნახე, ყველაფერი განვიცადე, ვერ ვიტან თანამედროვე ადამიანებსა და ჩვენს სამყაროს, მათ გამო გული მერევა. დღეს ყველაფერი ყალბია, ყველას მხოლოდ ფული აინტერესებს, სიტყვას არავინ ერთგულებს, ყოველ დღე ახალ–ახალი დანაშაული ხდება. ამ ქვეყანას ყოველგვარი სინანულის გარეშე დავტოვებ, ისედაც დიდი ხნის წინ უნდა მოვმკვდარიყავი”.
…სხვათაშორის, ერთხელ სკანდალში გახვეულ დელონს მაფიასთან კავშირში დასდეს ბრალი და არ ვიცი, მართალია თუ ლეგენდა, სასამართლო პროცესზე საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი გენერალი შარლ დე გოლი მივიდა და დარბაზში რიგითი მოქალაქესავით დაჯდა, დაბნეულმა მოსამართლემ სიტყვა მისცა, დე გოლმა უპასუხა, არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ, შეგახსენებთ, დელონი და საფრანგეთი განუყრელნი არიანო.
…რა შუაშია ალენ დელონი? რა ვიცი, ეტყობა იმაში დარწმუნებამ დამაწერინა, მისი მომხიბლაობა მარტო სილამაზე და ნიჭი კი არა, მისი ელვარე პიროვნება და ინდივიდუალიზმია, რომელიც არც 87 წლისას დაუკარავს.
…ჭეშმარიტ კაცებს გაუმარჯოს!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი ლია კუხიანიძე.

კომენტარები

ლია კუხიანიძე 2022-01-15
ნინო ჩხეიძე
Tags ლია კუხიანიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

შემდეგი სტატია

მედია: ზელენსკის ბაიდენთან და პუტინთან სამმხრივი მოლაპარაკებები სურს

მსგავსი სტატიები

ლილი ფოფხაძე – დაკარგული სიყვარული

ლილი ფოფხაძე – დაკარგული სიყვარული

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2021
“წავიდა კახა კახაბრიშვილი – საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი”

“წავიდა კახა კახაბრიშვილი – საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი”

ნინო ჩხეიძე 20 მაი 2021
ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა

02 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge