NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»ნანა გეგეჭკორი: დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია

ნანა გეგეჭკორი: დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია

14 იან 2022 ჯანმრთელობა 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ომიკრონი უსწრაფესად ანაცვლებს კორონავირუსის ყველა წინამორბედ ვარიანტს.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, ომიკრონი გამოირჩევა უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით წინამორბედ ვარიანტებთან მიმართებაში.
მედიცინა მთლიანად აგებულია რისკისა და სარგებლის წონასწორობაზე.
ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პრევენციის, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები ასოცირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენებისას ზედმიწევნით ფრთხილად ვეკიდებით ამ რისკების შეფარდებას სამედიცინო ჩარევით მიღებულ სარგებელთან.
კორონავირუსის ვარიანტების ცვლილებისას იცვლება ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების და სიკვდილობის რისკები. ასევე იცვლება ვაქცინებით მიღებული სარგებელი ყოველი კონკრეტული ვარიანტის მათზე მგრძნობელობის მიხედვით.
დღეისათვის არსებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აქამდე ფართოდ გამოყენებული კოვიდ ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირებასთან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. ასევე საგრძნობლად დაქვეითდა ომიკრონით ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი, თუმცა არა იმდენად, რომ რისკ ჯგუფებისთვის დაცვის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ვინაიდან აქტიურად ვარ ჩართული, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებაში კოვიდ-19თან დაკავშირებული ნებისმიერ სიახლესთან მიმართებაში, პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა სიტყვას რასაც საჯაროდ თუ პირად საუბრებში გამოთქვამ, ამიტომაც მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პირადი მოსაზრება ახალი რეალობის გათვალისწინებით. ეს ჩემი პირადი მოსაზრება იქნება და ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს. ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად გონიერი პროფესიონალები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით და დარწმუნებული ვარ ახალი რეალობის გათვალისწინებით ალბათ გადაიხედება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სტრატეგიაც.
დეტალებით და ციფრებით რომ არ გადაგღალოთ…
ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ მიოკარდიტის რისკებს სხვა და სხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებში), ყველაზე დიდი სარგებელი კოვიდ-19 საწინაანდეგო აცრას აქვს მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფებში. განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, ვისაც თუნდაც ერთი თანდართული დაავადება ან კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან ასოცირებული რომელიმე სხვა რისკ ფაქტორი აღენიშნება. უდავო და უპირობოა ამ კატეგორიაში ვაქცინაციის უალტერნატივობა.
ასევე უდავო და უპირობოა ვაქცინაციის უალტერნატოვობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობასთან ასოცირებული მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ეხება საბავშვო ასაკსაც.
ჩემი აზრით, ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია.
რისკის ფაქტორის არ მქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების ომიკრონის მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით. აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მიოკარდიტების რისკი საბავშო ასაკში ზოგად პოპულაციურთან შედარებით არასასურველია, განსაკუთრებით ბიჭებში. ხაზგასმით გავიმეორებ, საუბარია მიოკარდიტების ერთეულ შემთხვევებზე მილიონიონობით აცრილში. კოვიდ ვაქცინებთან ასოცირებულ მიკარდიტს ავთვისებიანი მიმდინარეობა არ ახასითებს, ძალიან ადვილად იმართება მარტივი მედიკამენტოზური ჩარევით, მაგრამ რისკის და სარგებლის აწონვისას უდავოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია.
უფრო დეტალურად რომ განვმარტო… დღემდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა საიმედოდ გამოიყურება ბავშვებში კოვიდ ვაქცინების უსაფრთხოების პროფილის კუთხით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება, რისკის და სარგებლის თანაფარდობა ვფიქრობ, კონკრეტულად ბაშვების ასაკობრივ ჯგუფებში, გადასახედია.
დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პრევენციის ზომების იდეალური დაცვაა. თუ დიდები ზედმიწევნით ზუსტად დავიცავთ წესებს აღარ დაგვჭირდება პატარების მასიური ვაქცინაცია. დღესდღეობით ჩვენი უგუნურების გამო გვიწევს მაქსიმალურად მასიურად მოვიცვათ ყველა ასაკი ვაქცინაციით. რისკ ჯგუფებისთვის და მაღალი ასაკის პოპულაციისთვის სარგებელი უდავოა, ბავშვებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის კი ჩემი აზრით სადაო.
ჩვენი, მოზრდილების, პასუხისმგებლობაა ყოველი ბავშვის პრობლემა ვისაც შეიძლება სარისკო გვერდითი ეფექტი გამოუვლინდეს.
და ბოლოს, რა გახდა მართლა პრევენციის უმარტივესი წესების დაცვა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტოთ ერთმანეთი?..” – წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი-კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

ნანა გეგეჭკორი ომიკრონი 2022-01-14
ნინო ჩხეიძე
Tags ნანა გეგეჭკორი ომიკრონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან წულაძე (“ჭოლა”) მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს

შემდეგი სტატია

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

მსგავსი სტატიები

ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს

ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ. ამისთვის რაღაც დრო უნდა გავიდეს

ნინო ჩხეიძე 25 იან 2022
Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი

ნინო ჩხეიძე 16 ოქტ 2021
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო ჩხეიძე 06 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge