ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზახეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ ვიცე-პრემიერად რომან სკლიარი დაინიშნა. ვიცე-პრემიერად – ერალი თუგჟანოვი. ასევე, ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი და ვაჭრობის და ინტეგრაციის მინიტრი ბაჰით სულთანოვი. ამასთან, ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მურატ ბექტანოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი – ერლან თურგუმბაევი უხელმძღვანელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალიხან სმაილოვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.
5 იანვარს, საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის მთავრობა დაითხოვა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი დანიშნა.
კომენტარები